მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება - შემოწმება პირდაპირ ქუჩებში მოხდება

მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება - შემოწმება პირდაპირ ქუჩებში მოხდება

access_time2019-12-30 19:30:32

ავტომანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება. მომავალი წლიდან გარემოს დაცვის და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები შეიქმნება, რომლებიც ავტომობილებს გზებზე გადაამოწმებენ და შესაბამისად, დააჯარიმებენ.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე აცხადებს, რომ ავტომობილს, რომელსაც მუქი შეფერილობის გამონაბოლქვი ექნება, ქუჩაში მოძრაობისას გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ, რათა დადგინდეს სცდება თუ არა ზღვრულ ნორმას გამონაბოლქვში CO- ს ს შემცველობა.


„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დეპარტამენტის ინიციატივა, ეს შსს-ს ინიციატივაცაა. ჩვენ ერთობლივად დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც მანქანას ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს, ყველანაირი პროცედურა სწორადაა გაკეთებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნება პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაბოლქვი და გარემო დაგვიბინძურდეს.


მოგეხსენებათ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა ჩაატარა საკომიტეტო მოკვლევა, ამ პროცესში ერთერთ რეკომენდაციად გამოიკვეთა ის საკითხი, რომ ტექდათვალიერებასთან ერთად, უნდა მოხდეს ექსპლუატაციის პროცესში, გზებზე ავტომანქანების შემოწმება.



როგორ მოხდება ამ პროცესის ინსპექტირება – აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ერთობლივად განახორციელებენ პატრულირებას.


არსებობს სპეციალური პორტატული ხელსაწყო, რომელიც CO-ს შემცველობას გაზომავს. იმ შემთხვევაში თუ ნორმების გადამეტება იქნება, ახალი სანქცია იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმება მოხდეს“, - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.


ცნობისთვის, არსებული რეგლამენტის მიხედვით, CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა აჭარბედეს 0.8%-ს. თუმცა, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან 0,6%-ზე, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი, 0.5% -0.3%-მდე.



გაზეთი „რეზონანსი“




აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 21:50:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up