„მანნას“ საწარმო იანვარში კაფე-ბარს და შოურუმს გახსნის

„მანნას“ საწარმო იანვარში კაფე-ბარს და შოურუმს გახსნის

access_time2017-12-21 10:00:13

ჩაისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია „მანნა“ 2018 წლის 14 იანვარს,  ბაზარზე შოურუმსა და კაფე-ბარს წარმოადგენს. კომპანიისთვის სიახლეა ისიც, რომ მიმდინარე წლის 13 დეკემბერს  ISO სერთიფიკატი აიღო.

 

საწარმო საგურამოში 800 კვ.მ-ზე 2017 წლის ივლისში გაიხსნა. საწარმო რვა სახეობის ორგანულ, არაორგანულ ჩაისა და ჩირის სხვადასხვა სახეობას უშვებს. კომპანიაში ამჟამად პირველადი პროდუქციის დაფასოება და გაკეთება მიმდინარეობს. პროდუქცია სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში შედის, რომელიც საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ასევე სიახლეა ისიც, რომ კომპანია ახალ წლამდე ჩაის ექსპორტს რუსეთში განახორციელებს. 


კომპანიის შესახებ „კომერსანტს“ მისი ერთ-ერთი აქციონერი და დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია ესაუბრა. როგორც ღურჭუმელია აცხადებს, კომპანია 2018 წელს მათსავე საკუთრებაში არსებულ ერთ ჰექტარს აითვისებს. დირექტორის განცხადებით, ის ბაზარზე ადგილობრივი კადრების დასაქმებას დიდ ყურადრებას უთმობს.

 

„14 იანვარს „მანნას“ შოურუმსა და კაფე-ბარს წარმოვადგენთ. თავდაპირველად რა თქმა უნდა, ეს სატესტო რეჟიმში გაეშვება და შემდგომ მის განვითარებაზე ვიზრუნებთ. შოურუმში „მანნას“ ჩაი და ჩირი იქნება წარმოდგენილი, ხოლო კაფე-ბარში მათთან ერთად სხვადასხვა სახის პროდუქცია. კონცეფცია უკვე დასრულებულია და ამჟამად ბოლო დეტალებს ვაგვარებთ“, - განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ. 



ბიზნესმენი ქვეყანაში არსებულ კადრების პრობლემაზეც საუბრობს. როგორც ირაკლი ღურჭუმელია აცხადებს, ქვეყანაში შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებაა საჭირო.


„კადრების პრობლემა გვქონდა და ისინი ჩვენ გადავამზადეთ. აგრობიზნესში ძირითადად ტექნოლოგებისა და გამოცდილი კადრების პრობლემა დგას. დიდი ყურადღება პროფესიულ განათლებას უნდა მიექცეს. კვლევაა საჭირო, რათა გავიგოთ რეალურად რა პროფესიის ადამიანი გვჭირდება“, - აღნიშნა „მანნას“ დირექტორმა.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ირაკლი ღურჭუმელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, „2018 წელს კადრების დამატებასაც გეგმავს. კომპანიის საკუთრებაში კიდევ ერთი ჰექტარია და 2018 წელს მის ათვისებას ვგეგმავთ. ასევე სიახლეა ისიც, რომ ახალ წლამდე ჩაის ექსპორტს რუსეთში განვახორციელებთ. 


ამ ეტაპზე „მანნას“ საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მათი რიხვი მომავალ წელს გაიზრდება. ასევე ვაპირებ კიდევ ერთი არაორგანული ჩაის სახეობა და რამდენიმე სახის ჩირი დავამატოთ. ძირითადად ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე ვზრუნავთ“, - განაცხადა ღურჭუმელიამ.  



ავტორი: ლიკა გურაბანიძე




თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით

თემურ ბასილია: ეროვნული ბანკი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ლარის კურსთან დაკავშირებით
access_time2019-05-21 16:30:38
ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებას  ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ აფასებს. მისი განცხადებით, ვალუტის გაცვლითი კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის  ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს. ამიტომ, ლარის კურსზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის. „ეროვნულმა ბანკმა საერთოდ ყველაფრისაგან ხელები დაიბანა. მას...

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება

15 ივნისიდან „მაგთი ფიქსი“ უქმდება
access_time2019-05-21 15:30:35
15 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“  ისევე როგორც EVDO-ს მოდემის  მომხმარებლები სერვისით ვერ ისარგებლებენ, - ამის შესახებ  “კომერსანტს“  სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომში“  განუცხადეს. 15 ივნისიდან CDMA ლიცენზიას ვადა გასდის  და  „მაგთი ფიქსის“ ნაცვლად, იმ ლოკაციებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი,“მაგთის“ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული...

OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში გაფორმდა

 OPIC-სა და „პეის ჯგუფს“ შორის სესხის ხელშეკრულება ვაშინგტონში  გაფორმდა
access_time2019-05-21 14:25:40
ფოთის ნავსადგურში ახალი, მულტიფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობისა და მართვის პროექტი, რომელსაც კავკასიის რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „პეის ჯგუფი“ ახორციელებს, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ. 14 მაისს ვაშინგტონში სწორედ სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია...

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა

მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის პანელების ქარხნა გახსნა
access_time2019-05-21 12:26:11
ჩვენთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის პანელების ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.   მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.   „ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული სწორედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე. ისეთ წარმოებებზე, რომლებსაც...

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება
access_time2019-05-21 12:10:37
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:05 საათზე ერთი დოლარი 2,7699 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0643 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. მაგალითად, თიბისი ბანკში 1აშშ დოლარის ყიდვა 2.8050 ლარადაა შესაძლებელი, საქართველოს ბანკში კი 1 აშშ...


მსგავსი სიახლეები

up