„მანნას“ საწარმო ჩაის სალონს ხსნის - დამფუძნებელი ბანკებს აკრიტიკებს

„მანნას“ საწარმო ჩაის სალონს ხსნის - დამფუძნებელი ბანკებს აკრიტიკებს

access_time2018-02-15 15:20:01

ჩაისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია „მანნა“ თებერვლის ბოლოს აბაშიძის #44-ში ჩაის სალონს გახსნის. „ჩაის სალონი მანნა“ - ეს ბაზარზე შემოსული ახალი სივრცის სახელწოდება იქნება.


„კომერსანტის“ კითხვაზე, სამომავლოდ კომპანია კაფეს ბიზნესში შესვლას ხომ არ გეგმავს? „მანნას“ საწარმოს ერთ-ერთი აქციონერი და დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია აცხადებს, რომ „ვნახოთ მოვლენები, როგორ განვითარდება ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია. ზოგადად ამ მიმართულებით განვითარება გვინდა, თუმცა ჯერ ბაზარს დავაკვირდებით. ამჟამად მხოლოდ აღნიშნული სივრცის წინსვლაზე ვფიქრობთ“, - განმარტა დამფუძნებელმა.


ბიზნესის განვითარებაზე საუბრისას ირაკლი ღურჭუმელია ბანკებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს და მას მწვავე ფორმით განიხილავს.


„ქართულ ბანკებზე ვერ ვიტყოდი, რომ გვეხმარებიან. ქართული ბანკები საშინელებაა ყველანაირი კუთხით. ბიზნესს ისე ექცევიან, რომ ეს უკვე კატასტროფა. სესხის აღება გართულებულია მათ ისეთი პირობები აქვთ, რომ სესხის აღება აღარ მოგინდება. ბანკების დამოკიდებულება ბიზნესისთვის არაკეთილსინდისიერი და არასწორია“, - განაცხადა „მანნას“ საწარმოს დამფუძნებელმა.



როგორც „კომერსანტს“ ღურჭუმელიამ განუცხადა, „ჩაის სალონში“ საწარმოში არსებული პროდუქციის ყველა სახეობა შევა.
„აბაშიძის #44-ში „ჩაის სალონი მანნა“ იქნება წარმოდგენილი. სალონში საწარმოში არსებული პროდუქციის ყველა სახეობა შევა. მათ შორის შავი, მწვანე და მარტიდან კარკადეს ჩაი შეემატება. მის შექმნაში დაახლოებით 80 ათას ლარამდე ჩაიდო.


ჩაის გარდა ჩვენთან მოსულ სტუმარს ტკბილეულის დაგემოვნების საშუალებაც ექნება“, -აღნიშნა ღურჭუმელიამ.


მისივე განცხადებით, ბიზნესის განვითარებისთვის და მხარდაჭერისთვის საკუთარი სივრცის შექმნა საუკეთესო საშუალებაა. რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს ირაკლი ღურჭუმელიას განცხადებით, რუსეთის გარდა მიმდინარე წელს ჩეხეთსაც აითვისებენ.


„მანნას“ საწარმომ 2017 წლის 13 დეკემბერს ISO სერთიფიკატი აიღო. საწარმო საგურამოში 800 კვ.მ-ზე 2017 წლის ივლისში გაიხსნა. ის რვა სახეობის ორგანულ, არაორგანულ ჩაისა და ჩირის სხვადასხვა სახეობას უშვებს. კომპანიაში ამჟამად პირველადი პროდუქციის დაფასოება და გაკეთება მიმდინარეობს. პროდუქცია სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელში შედის, რომელიც საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ამ ეტაპზე საწარმო ექსპორტს რუსეთის ბაზარზე ახორციელებს და 2017 წლის ნოემბრიდან აღნიშნულ ბაზარზე პროდუქციის 60% გაიტანა.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე




არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up