ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

access_time2020-02-24 16:30:04

„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ ისაუბრა.  


 მისი განცხადებით, კლუბის შეძენისას  მას უნდოდა აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე გაეკეთებინა და საამისოდ „ტორპედო“ საუკეთესო აღმოჩნდა. „როდესაც  შეთანხმებას ხელი მოვაწერე, გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში“-აცხადებს მანინი. 


კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფეხბურთის მატჩების ბილეთების გაყიდვითა და ვიდეო-ტრანსლაციებით საკმაოდ რთულია კლუბისგან მოგების მიღება, საინტერესოა  რაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას, რათა კლუბის საჭიროებებზე დახარჯული თანხებიდან მოგება მიიღოს, მანინი აღნიშნავს: 


„აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან რთული კი არა შეუძლებელიც კია ფეხბურთისგან რეალური მოგების ნახვა. თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაცია. ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვითარდეთ. მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები. ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა, ეს იქნება ტრენინგ ცენტრები და არა მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდი „ტორპედო ქუთაისი“. სხვა გზას ვერ ვხედავ , გარდა დანაკარგისა.



ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს, ეს ყველაფრისთვის კარგი იქნება. ეს არის მთავარი კლუბის განსავითარებლად. ჩვენ გვინდა სასტუმროს აშენება ამ სახელით, როგორც იცით ინგლისში არის ასეთი ტენდენცია და ზოგადად მთელი ევროპა ამ კუთხით ვითარდება“-აცხადებს მანინი. 


კლუბთან დაკავშირებულ გეგმებზე, „ტორპედოს“ საერთაშორისო ბრენდად ქცევის პერსპექტივებზე, საქართველოს ბიზნეს-გარემოსა იტალიელებსა და ქართველებს შორის მსგავსებაზე  ბიზნესმენთან ექსკლუზიურ ინტერვიუს „კომერსანტი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up