მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ადვოკატი ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ადვოკატი ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს

access_time2022-07-22 09:55:19

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძეს განცხადებებს ბრიტანელი აქციონერის იან მალქჰოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე გამოეხმაურა.


ტორაძემ ზვიად კორძაძის მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ საიდან ჰქონდა დიმიტრი ტორაძეს განაჩენი. ტორაძის განმარტებით, აღნიშნული განაჩენი გამოქვეყნდა ფეისბუკ ჯგუფში, რომელშიც ნებისმიერ იურისტს შეეძლო აზრის დაფიქსირება. შესაბამისად, სწორედ ამ ჯგუფიდან წამოიღო მან განჩინება.


„მე საიდან მქონდა განაჩენი კი არა, ციტატებიო, განაჩენიო, რაზე იყო სარჩელი აგებულიო. თუ სარჩელი ნანახი არ აქვს ადამიანს, როგორ შეიძლება ის ამბობდეს, რომ მე რამე ციტატები მომყავს. ამბობდეს რაზეა სარჩელი აგებული და რა ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული. საჩივარს, რომელიც მან შეიტანა, ახლავს 4 დოკუმენტი. პირველი ეს არის „თიბისი ბანკის“ წერილი, ძალიან საინტერესო დოკუმენტია. გაასაჩივრა ბატონმა ზვიადმა. „თიბისიმ“ გასცა პასუხი, რომ „იან მალქჰოლ ჰოქს იმიტომ არ ვუპასუხე, რომ ჩემი აქციონერი არ არისო“.


შემდეგი დოკუმენტი რაც წარმოადგინა არის სააქციო საზოგადოება „კავკას რეესტრის“ დოკუმენტი, რაზედაც მითითებულია ეს სამი პოზიცია. იან მალქჰოლ ჰოქი არ არის „თიბისი“ კაპიტალის ნომინალურ ფლობელობაში და არც თავისი აქციები არ აქვს გადაცემული. ე.ი ბატონი მამუკაც და ბატონი ბადრიც არ არის აქციონერი, ოღონდ თიბისი ბანკის კაპიტალის ნომინალურ ფლობელობაში გადაცემული აქვს 554 250 აქცია.


შემდეგი დოკუმენტი ეს არის „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტი, რომ ბატონ ბადრიზე და ბატონ მამუკაზე ნომინალურად გადაცემული აქციები არ ირიცხება. ვიღაცებს ჩემი პოზიცია ეჩვენება წინააღმდეგობრივი და ეს დოკუმენტები არ ეჩვენებათ.


ახლა ვისაუბროთ იმაზე, მე საიდან მაქვს განაჩენი. „თიბისი ბანკს“ რომ გავუგზავნე წერილი სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად, ვეუბნებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, რომელზედაც ჩვენ წვდომა არ გვაქვს, მაგრამ არის სისხლის სამართლის საქმეში და გექნებათ თქვენ, თუ გავეცნობით შეიძლება დავის ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთოს და მოთხოვნის საფუძვლები გაიზარდოს. მაგრამ ამასთანავე, გაცნობებთ, რომ საჯარო სივრცეში დევს განაჩენი და ვუთითებთ ორ დანართს, ეს ორივე დანართი არის სქრინშოტი ადვოკატ კახა წიქარიშვილის ფეისბუკ გვერდიდან. ეს არის „თიბისის“ და მამუკა და ბადრის მხარდამჭერ იურისტთა ჯგუფი, რომელიც საჯაროდ ფეისბუკში განიხილავს საქმის სამართლებრივ შეფასებებს და ღიად უდევთ განაჩენი. მეც აქედან მაქვს აღებული. მე რომ იანის ადვოკატი არ ვყოფილიყავი, შემეძლო ჩავრთულიყავი და ჩემი აზრი მომეხსენებინა რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტორაძემ.



ტორაძემ, ასევე, ისაუბრა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარზე და დასძინა, რომ მასალაში ბრიტანელი აქციონერი არასათანადო მხარედ არის მოხსენიებული.


„ზვიად კორძაძემ კონფერენციაზე გააჟღერა დებულებები, ჩვენი შეფასებით არც თუ ისე კორექტული. ერთადერთი კორექტული ფაქტი, რომელიც მან ბრიფინგზე თქვა, ეს იყო, რომ მან შეიტანა საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამ ბრიფინგის მერე, ჟურნალისტმა დამირეკა და შევამოწმე სასამართლოს ელექტრონულ ვებგვერდზე, არ იდო ეს ინფორმაცია, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს ინფორმაცია დევს, რომ საჩივარი შეტანილია და დათარიღებულია 19 ივლისით, ანუ როცა ბრიფინგი ჩატარდა. მოკლედ გეტყვით, ამ სარჩელში წერია, რომ ჩვენ ვართ არასათანადო მხარე და ამიტომ, უნდა გაუქმდეს. სხვა მატერიალური არგუმენტი მითითებული არ არის.


ძალიან საინტერესო იყო ყველა დანართი დოკუმენტი, რომელიც რიგი მედიის ხელში მოხვდა, გარკვეული მოთხოვნის გარეშეც კი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი ასაჩივრებდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ სარჩელი. ანუ, რა უნდა ვთქვათ, რომ მინიმუმ განჩინება ჩაჰბარდათ და განცხადებას იცნობენ, იმიტომ, რომ ციტირება ხდებოდა განცხადებებიდან და არა მათი პოზიციის ფიქსირება“, - აღნიშნა ტორაძემ.


ტორაძემ აღნიშნა, რომ კორძაძის განცხადებები იურიდიულ არგუმენტებს მოკლებულია და მათი მხრიდან არასამართლებრივ საკითხებზე ყურადღების გამახვილება პიარული სვლაა და თემიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ამ საკითხებზე სასაუბროდ, ის ზვიად კორძაძეს სატელევიზიო დებატებში იწვევს.


„მხარეს პირდაპირ ვეტყვი, სამართლებრივ საკითხებზე მზად ვარ, სასამართლოში ვედავო და ველოდები შესაგაბელს, რაც ევალებათ, რომ წარმოადგინონ. ასევე, ნებისმიერ ტელევიზიაში, მათ შორის მათთვის სასურველ და კონტროლირებად ტელევიზიაში არასამართლებრივ საკითხებზე და სხვა საკითხებზე დებატებში დავუჯდე. ყველა ეს თემა იყო სუფთა პიარული მათი მხრიდან. სულ პიარული ახსნა მიდის და მიმდინარეობს მედია შტორმინგი“, - აღნიშნა ტორაძემ.


Pia.ge დაინტერესდა, მიიღებს თუ არა კორძაძე კოლეგის წინადადებას და დათანხმდება თუ არა სატელევიზიო დებატებზე. როგორც ადვოკატმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, კოლეგებთან არასამართლებრივ თემაზე საუბარს აპირებს, ხოლო სამართლებრივი თემებისთვის სასამართლო არსებობს.


„დებატები ადვოკატებს შორის ხდება სასამართლოში. არასამართლებრივ თემებზე არ ვაპირებ საუბარს. ადვოკატი ვარ და არასამართლებრივ თემებზე კოლეგებს არ ვესაუბრები, ხოლო სამართლებრივ თემებზე ბატონ დიმიტრი ტორაძეს შემიძლია, სასამართლოში ვესაუბრო“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up