მამუკა ხაზარაძის სრული გამოსვლა პარლამენტში - ვინ და რატომ უპირისპირდება თიბისი ბანკის დამფუძნებლებს

მამუკა ხაზარაძის სრული გამოსვლა პარლამენტში - ვინ და რატომ უპირისპირდება თიბისი ბანკის დამფუძნებლებს

access_time2019-03-04 14:18:39

მამუკა ხაზარაძემ დეტალურად ახსნა ის გარემოებები, რაც ავთანდილ წერეთელისგან $17-მილიონიანი სესხის აღებას უძღვოდა წინ. გთავაზობთ TBC-ის დამფუძნებლის სრულ მიმართვას დეპუტატებისადმი:


მამუკა ხაზარაძის მიმართვა:


საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ჩვენი ინტერესიც არის მაღალი, რომ გაირკვეს რეალურად რა ხდება. მე ვარ მზად, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას რასაც დამისვამთ. ვეცდები ვიყო ლაკონური, რამეთუ საკითხი ეხენა ძირითადად ერთი წლის - 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს. ჩემ გამოსვლაში იქნება ძირითად საკითხებზე აქცენტი გამახვილებული. ჩემი მოხსენება იქნება დაყოფილი 3 ნაწილად, 2007-2008 წლის ტრანზაქციები, რომელთაც იძიებს პროკურატურა, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, იძიებს საგადასახადო ინსპექცია და ეროვნული ბანკი. ჯერ ამ საკითხს შევეხები და ვიტყვი რა მოხდა რეალურად. შემდგომ მეორე ნაწილი იქნება შეფასება, რომელიც მე გავაკეთე, თუ რატომ არის ეს საკითხი ორკესტრირებული და რატომ არის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენზე ზეწოლა, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენზე ზეწოლა, მესამე ნაწილი კი, იქნება დასკვნითი ნაწილი, რომელსაც მოგახსენებთ.


მე ბატონ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად გახლავართ თიბისი ბანკის დამფუძნებელი, ბანკი დავაფუძნეთ 1992 წელს. 350 ბანკი შეიქმნა 1992 წელს და 2007 წლამდე ჩვენი ძალიან სერიოზული მუშაობით და ორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შემოყვანით ბანკის დამფუძნებელთა სტრუქტურაში, რაც 2000 წელს მოხდა, 10-10%-ით ეს იყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და გერმანიის განვითარების ბანკი. ეს იყო სტრუქტურა. მე და ბადრი ჯაფარიძეს გვეკავა 80% 2007 წლამდე, 2007 წელს თიბისი ბანკი გახდა საქართველოში ყველაზე დიდი ბანკი. ამ წელს იყო საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალი ზრდის მქონე წელი. შესაბამისად, ბანკი აგრძელებდა დაფინანსებას და რაღაც მომენტში ბანკმა დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა. ეს არის ნორმა, როდესაც სებ-ის დაწესებულ კაპიტალში ვერ ჯდები და გჭირდება კაპიტალის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ გჭირდება ახალი კაპიტალის მოზიდვა; ჩვენ არ მოგვეცა დრო თანხის მოძიებისთვის. ბანკს შეუწყდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების უფლება, ეს ჩვეულებრივ ნორმალურ ქვეყნებში 3-6 თვის ვადა არის. ჩვენ დავინახეთ, რომ ვკარგავთ ბიზნესის პოზიციებს.


მე მოგახსენებთ, მშრალად რაც მოხდა. დავიწყეთ ძიება ინვესტორის, რომელიც განახორციელებდა ბანკში ინვესტირებას. მე პირველივე დღიდან გახლავართ თავმჯდომარე სამეთვალყურეო საბჭოში. მე წელიწადში ოთხჯერ იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს. ვამტკიცებთ ბიუჯეტს, სტრატეგიას და ამ ოქმებს აწერ ხელს, რასაც ვაბარებთ ეროვნულ ბანკში. ჩვენ გვქონდა ორი მცდელობა, ერთ-ერთი იყო ისრაელის ყველაზე დიდი ბანკი, ლეომიდ ბანკი, ერთერთი აქციონერი, როდესაც ჩვენ გაგვაჩერეს, მოვიდა და გვითხა, რომ ჩვენ უნდა გაგვეყიდა ბანკი. ჩვენ როდესაც საფინანსო ინსტიტუტი მოვიწვიეთ, მათ მივეცით ვეტოს უფლება. ბანკი ჩერდება, მოდის აქციონერი და გვეუბნება, რომ ბანკი უნდა გაყიდოთ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ლეომი ბანკთან, რომლითაც ისინი შემოდიოდნენ 19.9% ბანკში, ეს მოცულობა შეირჩა იმიტომ რომ ისრაელის ეროვნული ბანკი, როდესაც მისი რეგულირების ქვეშ მყოფი ბანკი სხვა ქვეყანის საფინანსო ინსტიტუტში გადააჭარბებს 20%-ს იქ სხვა მექანიზმები ირთვებოდა, ამიტომაც შეირჩა ეს რაოდენობა. ჩვენ შევთანხმდით საკმაოდ სერიოზულ მულტიპლიკატორზე. მე მინდა, რომ უბრალოდ გადახედოთ 2007 წლის ბანკების მულტიპლიკატორებს, მათ კაპიტალთან შედარებით - უკრაინაში რა გარიგეგები მოხდა, რუსეთში და ასე შემდეგ. ეს იყო პიკი მსოფლიო ფინანსური მწვერვალების ეს წელი, რომელიც საბოლოოდ ძალიან ცუდად დასრულდა.


ებრაული ბანკის მიერ ამ დოკუმენტის მოწერის შემდგომ, ჩვენი ერთ-ერთი აქციონერი (საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი) მიემგზავრება ისრაელში ჩვენს გარეშე და ვეტოს ადებს ამ გარიგებას. ვეტოს დადებას მოჰყვა ის, რომ ლეომი ბანკმა გვიჩივლა ჩვენ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რამეთუ მათ საკმაოდ სერიოზული თანხა ჰქონდათ დახარჯული due diligence-ზე, ანუ გარიგების მომზადებასა და შესწავლაზე. ისინი გაოცებული დარჩნენ, რომ ეს დოკუმენტი იქნა დაბლოკილი. ამ დროს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბანკი გაჩერებულია, ეკონომიკა კი, იზრდება - ჩვენ ვპატარავდებით და ბუნებრივია, სხვა იკავებს ჩვენ ადგილს. ამის მერე ბანკმა გადაწყვიტა დაექირავებინა მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ეს არის Meryll Lunch-ი, გეცოდინებათ თქვენც, რომელთანაც გავაფორმეთ კონტრაქტი და ვთხოვეთ მათ, რომ მოეძებნათ ჩვენთვის ახალი ინვესტორი. ახალი ინვესტორი იქნა ნაპოვნი, მათ იპოვეს ორი შესაძლო ინვესტორი, ერთი იყო OTP ბანკი, ეს არის საკმაოდ დიდი ევროპული ბანკი, ეს არის უნგრული ბანკი. მეორე ბანკი ეს არის Allied Irish Bank-ი, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი აღნიშნულ დროს. ჩვენ ავირჩიეთ ირლანდიელები, ისინი გვთავაზობდნენ 20%-ის შემოსვლას კაპიტალში.



გაფორმდა ხელშეკრულება ირლანდიელებთან, ასევე იურიდიულად სავალდებულო ხასიათის მქონე. მე მახსოვს, 40 ირლანდიელი იყო ჩამოსული ამ ბანკიდან და რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ბანკს. ამ დოკუმენტში წერია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბაზარს, ანუ გავზარდოთ კაპიტალი, ჩვენივე საშუალებით, თუმცა ისინი ამბოდბდნენ, რომ ის თანხა, რასაც ჩვენ ჩავდებთ კაპიტალის გასაზრდელად, ისინი ამ თანხის გადაფინანსირებას მოახდენდნენ. ანუ აქ არის საუბარი 80 მილიონ დოლარზე. Allied Irish Bank-ი გვეუბნება, რომ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის უბრალოდ ტექნიკური გაჩერება თქვენი საკითხი. თქვენ შემოიტანეთ თანხა და ჩვენ გაძლევთ დოკუმენტს, რომ ჩვენ ამ თანხას გადაგიფინანსებთ. გარდა ამისა, ისინი ამბობდდნენ, რომ ჩვენ ვდებთ 20%-ში უკვე გაზრდილი კაპიტალიდან 2.5 კოეფიციენტით ინვესტირებას. ციფრებს გეტყვით, იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ გავჩერდით, ჩვენი კაპიტალი იყო 100 მილიონი დოლარი, საუბარია 200 მილიონი დოლარის შექმნაზე და 200 მილიონის 20% გამრავლებული 2.5-ზე ანუ ამ კოეფიციენტით შემოდიოდნენ ირლანდიელები.


ეს არის ეს დოკუმენტი, მე გაჩვენებთ ყველაფერს. ჩვენ ვაწერთ ირლანდიელებთან ამ დოკუმენტს ხელს და გავდივართ ბაზარზე მე და ბადრი ჯაფარიძე, რათა მოვიძიოთ სახსრები, სახსრები იმ გარანტიის ქვეშ რაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი ირლანდიურ მხარესთან. ვიპოვეთ ასევე დიდი ამერიკული კომპანაი JP Morgan-ი და აშმორის ფონდი. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ჩვენ გვჭირდება თანხა, რადგანაც ვზრდით ბანკის კაპიტალს. როგორ დააბრუნებთ ამ თანხას? ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი ევროპის ყველაზე დიდი ბანკისგან. მათ უნდოდათ დაემახათ რომ ჩვენ ვიღებთ ამ რისკს არის გადაფინანსირების გარანტია და ასე შემდეგ. ვიღებთ $60 მილიონ დოლარს პერსონალურ სესხს მე და ბადრი ჯაფარიძე JP Morgan-ისაგან და აშმორის ფონდისაგან. მინდა გითხრათ რომ JP Morgan-ი დღესაც ერთერთი უმსხვილესი აქციონერია ჩვენს ჯგუფში. იმისთვის, რომ ჩვენ 200 მილიონ დოლარზე ავსულიყავით, $10-10 მილიონს დებდა IFC და გერმანიის განვითარების ბანკი. საბოლოოდ, ჩვენ დაგვაკლდა 20 მილიონი დოლარი. 3 მილიონი დოლარი ჩვენ ვისესხეთ პიროვნულად ერთი ჩვენი მეგობარი ფრანგისგან, რომელიც იმ დროს იყო ბორჯომის ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც ჩვენთან 17 წლის განმავლობაში მუშაობდა, მან თავის პირადი სახსრები მოგვცა 3 მილიონის სახით. და ორ ქართველ ბიზნესმენთან, სასწრაფოდ გახდა ხელშეკრულების გაკეთება საჭირო, მეორეს არ დავასახელებ, პირველი გახლავთ ბატონი ავთო წერეთელი, თხოვნით მივმართეთ რომ სასწრაფოდ გვჭირდება 17 მილიონი დოლარი. ბუნებრივია მათგან იყო კითხვა თუ რისთვის გჭირდებათ? - მათ ვუთხარით რომ JP Morgan-მა ზუსტად ასეთი პირობებით მოგვცა $60 მილიონი ეს არის გარანტია გადახდის, ვხურავთ ამ გარიგებას აგვისტოს შუა რიცხვებში და გვჭირდება მოკლევადიანი სესხი თქვენგან იმისთვის, რათა ეს თანხა ჩაირიცხოს.


ავთო წერეთელი არის ჩემი მეგობარი, ჩემი პარტნიორი და ძალიან ვამაყობ ამ კაცთან ურთიერთობით, რამეთუ არაერთხელ როდესაც დაგვჭირვებია, ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას როდესაც ვხსნიდით, ავთო იყო ის ბიზნესმენი იყო ის ბიზნესმენი რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს. ეს იყო ყოველგვარი წინაპირობებისა და ხელშეკრულებების გარეშე. ამ ურთიერთობას მე ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ ხელის ჩამორთმევის დონეზე ურთიერთობებს ეს ძალიან წაადგება ეს ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და რა თქმა უნდა ეს სესხები არასდროს არ ყოფილა დაკავშირებული თიბისი ბანკთან. ასევე მინდა გითხრათ რომ არასდროს არცერთი ბიზნესი, თიბისი ბანკს არ ჰქონია არაპროფილური. ვერცერთ ბიზნესში თქვენ ვერ ნახავთ რომ თიბისი ბანკს ინვესტირება გაეკეთებინოს იმ ბზინესებში, რომელშიც მე და ბადრი ვიყავით აქციონერები. ეს ყბადაღებული არაპროფილური ბიზნესები თიბისის არ ეხება. სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ.


მე სატელეფონო საუბარს ვახორციელებ ავთო წერეთელთან, ვეუბნები, რომ “ავთო მჭირდება თანხა” მეკითხება რისთვის გჭირდება, და რა გარანტია მაქვს. ვპასუხობ რომ მაქვს გარანტია, 60 მილიონი უკვე ჩაგვერიცხა და შენ არ ხარ პირველი ვისგანაც სესხს ვიღებ. აგვისტოში ეს ყველაფერი სრულდება. ვიღებთ ავთოსგან 17-მილიონიან სესხს, 17%-ის საპროცენტო განაკვეთით. ჩვენთვის პროცენტს არამატერიუალური დატვირტვა ჰქონდა, რადგანაც მთავარი იყო, რომ ეს ფული შეგვეკა და დაგვეხურა ეს გარიგება. ამის შემდგომ, ლონდონში ხდება ჩვენი საბოლოო ხელის ჩამორთმევა Allied Irish Bank-თან, არის დიდი ბანკეტი და ამ ბანკის რპეზიდენტი მეუბნება, რომ შემდგომ კვირაში ჩამოვა საქართველოში დიდი ცერემონიით ვაკეთებთ ჩვენ ამ თემის აღნიშვნას. მე რა თქმა უნდა გახარებული ვარ, ვამბობ, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ამხელა ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ინვესტიციით. გვიჭერდნენ საკმაოდ დიდ ტექნიკურ მხარდაჭერას, თანამშრომლები ჩამოჰყავდათ ტრენინგზე და ასე შემდეგ.


მე ვბრუნდები საქართველოში, 2008 წლის 8 აგვისტოს იწყება ომი, ყველაფერი დგება თავდაყირა, გახსოვთ რა მდგომარეობაში ჩავარდა ჩვენი საბანკო სექტორი. მაშინ ჩვენ არ განგვიცხადებია, მაგრამ ჩვენ ყველა ბანკმა შევძელით ძალიან კრიტიკულ ვითარებაში ის პანიკა, რომელიც, ქვეყანაში იდგა არ გადაიქცა საბანკო კრიზისად და არ გახდა საბაბი მთელი ეკონომიკის ჩამოქცევის, თუმცა მინდა გითხრათ რომ ბანკები პრაქტიკულად გაკოტრებულები იყვნენ, მაგრამ ერთობლივი რაღაც “მაგიური ძალით”, შევძელით რომ პანიკა შეწყვეტილიყო და ბანკებს გაგვეგრძელებინა მუშაობა. მაგრამ რეალობა იყო სხვა, 5-დღიანი ომის შემდგომ ჩვენ გვიკავშირდება ისევ Allied Irish Bank-ი, და გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა რომ ომი მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა მძიმე ვითარებაშია ისინი მაინც შეასრულებდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ოღონდ გადავდოთ რიცხვი და 15 სექტემბერს ჩამოვალთ და ამ დღეს დავასრულოთ ხელშეკრულების გაფორმება. ეს იყო წარმოუდგენელი მეგობრობისა და მხარდაჭერის ნიშანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ჩვენ მივედით სექტემბრამდე, უკვე ჩვენ შიდა პრობლემებს ვაგვარებთ, რაც შეგვიძლია და უკვე იწყება გლობალური ფინანსური კრიზისი.


სექტემბერში ჩამოიშალა Lehman Brothers-ი,მეორე ბანკი, რომელიც უმსხვილესი იყო და გაკოტრდა იყო Allied Irish Bank-ი. დავდექით სერიოზული კრიზისის წინაშე, უზარმაზარი ვალის წინაშე, გაჩერებული ბანკი კიდევ უფრო მეტად გაჩერდა, იცით რომ ამ დროს დეპოზიტების საკმაოდ სერიოზული გადინება მოხდა საბანკო სექტორიდან. ერთადერთი რაც უნდა გაგვეკეთებინა, იყო ის რომ გადაგვერჩინა ბანკი. უკვე კრიზისული გეგმა შედგენილი იყო, ის მოიცავდა რამდენიმე ათასი ადამიანის გათავისუფლებას და ბანკი დაპატარავებას. ეს პერსპექტივა ნამდბილად არ გვინდოდა.


ამ დროს გავიგეთ, რომ ავთანდილ წერეთელს ეს სესხი ჰქონდა აღებული თიბისი ბანკისგან, მას ჰქონდა საკრედიტო ხაზი, როგორც ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელს, იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი იმ პერიოდში. მრავალი კომპანია ჰქონდა მას სამგორის ჯგუფის სახელით გახსნილი. მას ჰქონდა $35 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი ამ პეიროდში. ეს შევიტყვეთ მას მერე, რაც ეს თანხა ჩამოეკიდა პრობლემატურა თიბისი ბანკს, და ჩვენი მონაცემებით იმ დროს მთელს საბანკო სისტემას 800 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე მოცულობის საკრედიტო ხაზი გაუფუჭდა. ძალიან სამწუხაროა, რომ იხილება მხოლოდ $17 მილიონი დოლარის თანხა, რომელიც თურმე ყველაზე პრობლეური იყო. ჩვენი ბანკის შემთხვევაში ეს იყო 200 მილიონი ლარი. ეს სესხი იყო მხოლოდ მცირე ნაწილი იმ სესხების, რომლებიც თიბისის უნდა მოეგვარებინა. გამოსავალი იყო ერთადერთი, რომ მოგვეძებნა ახალი თანხა, რათა გადაგვერჩინა ბანკი, არ გაგვეშვა თანამშრომლები სახლში. მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კუთვნილი 80%-დან 60% დაგვეთმო ყოველგვარი ღირებულების გარეშე, იმის საპირისპიროდ, რომ ბანკს ჩამოშორებოდა 200 მილიონის ტოქსიკური კრედიტები და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 200-მილიონიანი კაპიტალის მქონე ბანკის 60%-ს ვთმობთ იმისათვის, რომ ბანკი გასუფთავდეს და ბანკმა დაიწყოს ახალი ფუნქციონირება, თაამშრომლები შევინარჩუნოთ და დავსახოთ ახალი მიზნები. ამას ვაკეთებთ ჩვენი აქციონერობა ჩამოდის 80%-დან 20%-მდე. ამ შემთხვევაში დაზარაებული ბანკს არავინ არ ჰყავს გარდა ჩემი და ბადრისა, ახალი ინვესტორები, მათ შორის JP Morgan-ი და სხვები, იღებენ გადაწყვეტილებას, რომ 2009 წელს შემოვიდნენ ახალი კაპიტალით. ეს იყო დაახლოებით $40 მილიონი დოლარი, იმის საპირისპიროდ რაც ჩვენ დავთმეთ, მე აქ უკვე აღარ ვსაუბრობ კოეფიციენტიებზე და დაამატეს კიდევ $30 მილიონი დოლარი. რა ხდებოდა ამ პერიოდში, ამ დროს სებ-მა შეამოწმა თიბისი ბანკი, არავითარი კითხვა მათი მხრიდან არ დასმულა. მით უმეტეს რომ მათ იცოდნენ, რომ შემოდიოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფი. ამავდროულად, ამ პერიოდში ჩვენი აუდიტორი იყო PWC, აქ მაქვს მათი დასკვნა, რომლითაც ასევე არავითარი წითელი დროშა აწეული არ არის.



ამის შემდეგ, 2009 წლის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ახალი ენერგიით, და შედეგი იცით რომ TBC ბანკი გავიყვანეთ მსოფლიო კატეგორიის ბირჟაზე და ვართ მათ პერიუმ ლისტინგში,- ამბობს ხაზარაძე.



bm.ge






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up