მამუკა ხაზარაძის შემდეგ ყველაზე მდიდარი ბანკირი ვახტანგ ბუცხრიკიძე გახდა

მამუკა ხაზარაძის შემდეგ ყველაზე მდიდარი ბანკირი ვახტანგ ბუცხრიკიძე გახდა

access_time2021-06-16 11:00:53

საქართველოში მოქმედმა ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა 2020 წელს მენეჯმენტზე ჯამურად დაახლოებით 47 მლნ ლარი დახარჯა.
2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბანკმა დირექტორატს 29,101,901 ლარი, სამეთვალყურეო საბჭოს 2,536,183 ლარი, ხოლო სხვა მატერიალური რისკების ამღებ პირებს 3,171,097 ლარი გადაუხადა. რაც სხვა ბანკებთან შედარებით, მენჯმენტზე დახარჯული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


გარდა ამისა, საქართველოს ბანკის გადავადებული ანაზღაურების მოცულობა 79,865,716 ლარს შეადგენს, 2020 ფინანსური წლის განმავლობაში გადახდილი გადავადებული ანაზღაურების მთლიანი მოცულობა კი 12,603,935 ლარს.


ბანკის უმაღლესი მენეჯმენტი, რომელიც 14 ძირითადი პირისგან შედგება (ნილ ჯანინი, ალასდაირ ბრიჩი, თამაზ გიორგაძე, ჰანნა ლოიკაინენი, ჯონათან მუირი, სესილ დაერ ქუილენ, ვერონიკ მაკქეროლ, არჩილ გაჩეჩილაძე, სულხან გვალია, გიორგი ჭილაძე, ლევან ყულიჯანიშვილი, მიხეილ გომართელი, გიორგი ფაილოძე, ვახტანგ ბობოხიძე, სხვა მატერიალური რისკის ამღები პირები) 1,548,837 აქციას ფლობს. აქედან ყველაზე მეტი 370,973 აქცია გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის მფლობელობაშია, რომელთა ღირებულება 23 მლნ დოლარამდეა. მეორე ადგილზე მიხეილ გომართელია 323,442 აქციით, ხოლო მესამეზე გიორგი ჭილაძე 308,366 აქციით.


მართალია საქართველოს ბანკმა მენეჯმენტზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, თუმცა ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს კვლავ თიბისი ბანკის წარმომადგენელი იკავებს, მამუკა ხაზარაძის შემდეგ ეს სტატუსი, 2020 წლის ანგარიშების მიხედვით, ვახტან ბუცხრიკიძეს ერგო.
2020 წლის მონაცემებით, თიბისი ბანკმა 7 მენეჯერს, მილიონ-მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა, მათ შორის დირექტორატს 10,417,009 ლარი, სამეთვალყურეო საბჭოს 1,714,217 ლარი, ხოლო სხვა მატერიალური რისკების ამღებ პირებს 1,017,429 ლარი.



გარდა ამისა, თიბისი ბანკის გადავადებული ანაზღაურების მოცულობა 97,989 ლარს შეადგენს, 2020 ფინანსური წლის განმავლობაში გადახდილი გადავადებული ანაზღაურების მთლიანი მოცულობა კი 9,863,255 ლარს უდრის.


ბანკის უმაღლესი მენეჯმენტი, რომელიც 8 ძირითადი პირისგან შედგება (ბუცხრიკიძე ვახტანგ, შაგიძე გიორგი, ენუქიძე ნიკოლოზ, მასურაშვილი ნინო, თხელიძე გიორგი, ქურდიანი ნიკოლოზ, მეგრელიშვილი გიორგი, გოგიჩაიშვილი თორნიკე, სხვა მატერიალური რისკის ამღები პირები) 1,341,315 აქციას ფლობს. აქედან ყველაზე მეტი 502,511 აქცია ვახტანგ ბუცხრიკიძის მფლობელობაშია, რომელთა ღირებულება 28 მლნ დოლარს აღწევს. მეორე ადგილზეა ნინო მასურაშვილი 331,089 აქციით, მესამეზე კი გიორგი შაგიძე 188,563 აქციით.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up