„მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა“ - ნიკა შენგელია

„მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა“ - ნიკა შენგელია

access_time2020-09-18 13:39:59

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, ეკონომისტი ნიკა შენგელია მსესხებლებისთვის დროულ და საჭირო ინიციატივად მიიჩნევს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფონიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები.



„„ლელოს“ შეთავაზებაა მთავრობისადმი, შეიქმნას გარანტია მოსახლეობისთვის, რომ ძველი კრედიტები გადაფინანსდეს. ამით ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ეს შეთავაზება ძალიან დროული და საჭიროა მოსახლეობისათვის. თუ მთავრობა ყურად იღებს ამ ინიციატივას და გაატარებს პრაქტიკაში, მოსახლეობა და ბიზნესი ამოისუნთქებს. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიისას ბანკებმა 3 თვით გადაავადეს სასესხო ვალდებულებების შესრულება, შემდეგ კიდევ ვინც მოითხოვა გადავადება, კვლავ სამი თვით გადაუვადდა. საბოლოო ვადა სექტემბრის ბოლოს იწურება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, მთავრობა ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს მსესხებლებს სესხების გადავადების საკითხში. ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა დროული და საჭიროა. არ ჩნდება ბუნდოვანების განცდა, გარკვევითაა მინიშნება, რომ უნდა გადავადდეს, რეფინანსირება მოხდეს ისე, რომ პროცენტი არ დაემატოს და წლების მანძილზე გადაუნაწილდეს მოსახლეობას აღებული სესხი,“ - აცხადებს ნიკა შენგელია.




შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მცირე რესურსი, რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს დროებითი მექანიზმი იქნება ჩანასახი იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც ლელოს „მარშალის გეგმაშია“ მოცემული.



NS







ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...


მსგავსი სიახლეები

up