მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ ნომერ პირველი ამოცანა საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნებაა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ ნომერ პირველი ამოცანა საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნებაა

access_time2020-09-05 12:56:02

მოვახდენთ საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების რეფორმირებას, რომელიც ქვეყანაში ფუნდამენტურად შეცვლის საკრედიტო ისტორიას და საკრედიტო რესურსებს მკვეთრად გააიაფებს.

საქართველოში ვაფუძნებთ საერთაშორისო სტატუსის საფონდო ბირჟას, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის „მარშალის გეგმის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ ნომერ პირველი ამოცანა საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება იქნება.


„ქვეყნის განვითარება და ზრდა შეიძლება მხოლოდ 2 პარამეტრით, ერთ სულ მოსახლეზე შიდამოხმარების ზრდით ან საერთაშორისო საფონდო ბირჟის აქტიური მუშაობით. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენი მოდელი ითვალისწინებს, რომ დავაფუძნოთ საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟა. შესაბამისად, ჩავერთოთ მსოფლიო ფინანსების ცენტრებში, გავხდეთ ნაწილი იმ ფინანსური ინდუსტრიისა , რომელიც დღეს მსოფლიოშია. ხედავთ ლონდონის საფონდო ბირჟას, სინგაპურს, ჰონგკონგს და ა.შ თუ ჩვენ ამის ორგანული ნაწილი არ გავხდით და საქართველოში არ გაიარა ამ ფინანსებმა, ჩვენ გრძელვადიანი სტაბილური განვითარება არ გვიწერია. შესაბამისად, ნომერ პირველი ამოცანა იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება. სხვათა შორის, ერთ-ერთ მათგანთან ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ეს პროექტი უკვე დაძრულია. ამის საბოლოო შედეგი იქნება საქართველოში ფულადი და ფინასური რესურსების, ბიზნესების ხელმისაწვდომობა და ა.შ. ჩვენი პროგრამით, ყველა კომპანია, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ, ეს იქნება ენერგო, კავშირგაბმულობის, საბანკო, მინერალური წყლების, წიაღისეულის თუ ა.შ ვალდებულნი იქნებიან, რომ 20% განათავსონ ამ საფონდი ბირჟაზე. ამით ჩვენ ყველა მოქალაქეს საშუალებას მივცემთ, რომ გახდნენ ჩვენი წამყვანი ინდუსტრიების თანამფლობელები. ასევე, მოხდება ყველა სახელმწიფო კომპანიის პრივატიზირება, ე.წ. საფონდო ბირჟის საშუალებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

IPN

თეგები:
ლელო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up