საპარტნიორო ფონდი მამუკა ხაზარაძის Georgian Fresh Holdings B.V-ს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება და თანხის დაბრუნებას სთხოვს

საპარტნიორო ფონდი მამუკა ხაზარაძის Georgian Fresh Holdings B.V-ს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება და თანხის დაბრუნებას სთხოვს

access_time2021-04-13 11:20:32

საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ კომპანია იმერეთი გრინერიში გადახდისუუნარობის საქმის წარმოება 2021 წლის 24 მარტს დაიწყო. სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 19 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მართა სსსაპარტნიორო ფონდისწარმომადგენელმააღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ჯორბენაძემ და ითხოვა შპსიმერეთი გრინერისმიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, რომელიც კომპანიის 37.65% წილის მფლობელია, დანარჩენ 62.35%-ს კი ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანია „Georgian Fresh Holdings B.V” ფლობს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „იმერეთი გრინერის“, რომელმაც ფუნქციონირება 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო, პარტნიორები საწყის ეტაპზე იყვნენ მამუკა ხაზარაძე, ბობ მეიერი, ბადრი ჯაფარიძე და ლევან ბაღდავაძე, ასევე - ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია შპს. „Food ventures Georgia B.V“.

 

საპარტნიორო ფონდაცხადებენ, რომ იმერეთი გრინერი წლების განმავლობაში ვერ ასრულებდა პარტნიორთა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და არ შესრულდა 2017 წელს TBC capital-ის მონაწილეობით გამოშვებული ობლიგაციების მიზნობრიობით გათვალისწინებული სათბურის გაფართოების ვალდებულება.

 

იმერეთი გრინერისმიმართ 2021 წლის 24 მარტიდან გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, რაც არ ნიშნავს კომპანიის გაკოტრებას, არც გაკოტრების რეჟიმში გადასვლას. კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას, ყველა დასაქმებული ინარჩუნებს სამსახურს, ხოლო კომპანიის პროდუქცია კვლავ იყიდება ბაზარზე.


შპსიმერეთი გრინერიწლების განმავლობაში ვერ ასრულებდა პარტნიორთა შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ასევე, არ შესრულდა 2017 წელს TBC capital-ის მონაწილეობით გამოშვებული ობლიგაციების მიზნობრიობით გათვალისწინებული სათბურის გაფართოების ვალდებულება, რაც ნეგატიურად აისახა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფინანსური ვალდებულებები, რის გამოც კომპანია ვეღარ ახერხებდა მათ  მომსახურებას. ამ ხნის განმავლობაში ფონდი კომუნიკაციაში იყო შპსიმერეთი გრინერისმენეჯმენტთან, რომელსაც  არაერთხელ წერილობით აცნობა არსებული დარღვევებისა და შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ფონდი მოითხოვდა აღნიშნული დარღვევების გამოსწორებას და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალური გეგმის წარმოდგენას. „საპარტნიორო ფონდმაკომპანიას შესთავაზა ფინანსური ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის რამდენიმე მოდელი, მაგრამ მოვალემ უარი განაცხადა ამ შეთავაზებებზე. უფრო მეტიც, მიუხედავად ფონდის მცდელობისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპსიმერეთი გრინერითავს არიდებდა ყველა კრედიტორის შეკრებას და მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაწყვეტას, ხოლო თავად ვერ წარმოადგინა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა, რომელიც ყველა კრედიტორისთვის სამართლიანი იქნებოდა“, - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში. 

 


მათივე ინფორმაციით, „Georgian Fresh Holdings B.V” არის მაჟორიტარული მოწილე, კომპანიის მართვას ახორციელებდა მათ მიერ დანიშნული მენეჯმენტი და მათვე ეკისრებოდათ სრული პასუხისმგებლობა კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. „საპარტნიორო ფონდიკი ზედმიწევნით იცავდა პარტნიორთა შეთანხებით გაწერილ ვალდებულებებს და არ ერეოდა კომპანიის ოპერატიულ მართვაში.

 

მრავალი მცდელობის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, 2021 წლის 25 იანვარს, ფონდმა შპსიმერეთი გრინერისდა კომპანიის პარტნიორს („Georgian Fresh Holdings B.V”) მოსთხოვა ფონდის მიმართ არსებული ვალდებულების სრულად დაფარვა და წერილობით აცნობა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული იქნებოდა მიემართა სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, შპსიმერეთი გრინერისაქვს ლიკვიდურობის მწვავე დეფიციტი და ვერ ემსახურება არსებულ ვალდებულებებს. საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში თავად კომპანიის ხელმძღვანელს აკისრებს ვალდებულებას, აღძრას გადახდისუუნარობის საქმე, რათა ეცადოს კომპანიის გადარჩენას გადახდისუუნარობის რეჟიმით დადგენილი პრივილეგიების საფუძველზე და თავიდან აიცილოს კრედიტორებს შორის დისკრიმინაციული მიდგომა.

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეს პროცედურა ემსახურება, ერთი მხრივ, კომპანიის კრედიტორების სამართლიან დაკმაყოფილებას, ხოლო მეორე მხრივ - კომპანიის ინტერესებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიიმერეთი გრინერისმიმართ ყველა პროცენტის, პირგასამტეხლოს, საურავის დარიცხვა შეჩერდა სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების დღიდან. გარდა ამისა, კომპანიის ყველა ვალდებულება, რომელთა უდიდესი ნაწილი გამოხატული იყო უცხოურ ვალუტაში, დაფიქსირდება ლარში 2021 წლის 24 მარტის მდგმარეობით, რაც ამცირებს კომპანიის სავალუტო რისკებს. აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში კრედიტორების (კრედიტორების მიერ არჩეული მომრიგებელი საბჭოს) მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მოხდება თუ არა კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლაგაკოტრება თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა“, - აცხადებენ ფონდში.

 

აღსანიშნავია, რომ საპარტნიორო ფონდთანთანამშრომლობა კომპანიამ 2015 წლის 4 დეკემბერს დაიწყო, როდესაცსაპარტნიორო ფონდს“, შპსიმერეთი გრინერისადა „Georgian Fresh Holdings B.V“- შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის ფუნქციონირებას. პროექტი გულისხმობდა ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის გამოყენებით კიტრის, პომიდვრისა და სალათის ფურცლის სასათბურე მეურნეობის შექმნას 3 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 3 ფაზად. დღეის მდგომარეობით, განხორციელდა მხოლოდ 2 ფაზა და სათბური გაშენებულია 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე. I და II ფაზების ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 4.2 მლნ ევრო, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 1.4 მლნ ევროა.

 

„კომერსანტმა“ კითხვებით მიმართა „იმერეთი გრინერის” ჰოლანდიელ დირექტორ დირკ ალევენს თუ რატომ დადგა დღის წესრიგში კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up