მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი -არანაირ თაღლითობას, ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია, ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების გამორიცხვას

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი -არანაირ თაღლითობას, ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია, ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების გამორიცხვას

access_time2019-10-10 15:45:02

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, თუკი სასამართლო მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს ამით დაცვის უფლებას შეზღუდავს. როგორც კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლების იმდაგვარი ინტერპრეტირება, როგორც ეს პროკურორებმა მოახდინეს, დაცვას საზღვარგარეთ სხვადასხვა მოქმედებების ჩატარებას შეუზღუდავს.


ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, პროკურატურა საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, რომლებიც მათი ბრალდების აბსურდულობას ამტკიცებს.


„დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილია ერთი მტკიცებულების ამორიცხვა, რომელიც ე.წ. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ანგარიშია, რომელიც საპროცესო კოდექსის არანაირ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ არის მათთვის გადაცემული სრულად მასალები, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ და ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ მოითხოვეს დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობა. ისინი გამოიკითხნენ საზღვარგარეთ შესაბამისი საპროცესო კოდექსის დაცვით, ვინაიდან ისინი იქ ცხოვრობენ. გასაგებია, რომ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები საერთოდ უქარწყლებს იმ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილო აქვს და თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, მაშინ დაცვის მხარის უფლება საერთოდ შეიზღუდება. მე არც კი ვუშვებ, რომ სასამართლო მას დააკმაყოფილებს. ეს არის მტკიცებულებები, რომელზეც ამდენი ხანია ვიძახდით, რომ არსებობს და ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, ადასტურებს, რომ არანაირ თაღლითობას, არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების ამორიცხვას, - განაცხადა კორძაძემ.



ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში მაინც დარჩება ეს მტკიცებულებები.


ეს მტკიცებულებები ჩვენ სხვა მხრიდან წარმოდგენილი მაინც გვაქვს, თუმცა სასამართლოს მიერ ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილება და ამ მუხლების ინტერპრეტირება, რასაც ითხოვს ბრალდების მხარე, მარტო ამ საქმეს არ დაამჩნევს კვალს. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთ საქმეზე დაცვა ვერარანაირ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს, ვინაიდან მას არ გააჩნია პროკურატურის მსგავსად სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესაძლებლობა, - განაცხადა კორძაძემ.



IPN






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up