მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა

მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა

access_time2020-10-16 22:36:09

„ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



წარდგენის ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, ისინი ვარკეთილში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ ყოფით პრობლემებსა და სამომავლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ისაუბრეს.



ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.



„მინდა, ყველა სამგორელს მოვუწოდო, რომ მხარი დაუჭირონ ფიქრია ჩიხრაძეს, მხარი დაუჭირონ „ლელოს“. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა დავძლიოთ ის უიმედობა, რომელიც ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. გამოსავალი არის ის, რომ ყველა წესის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და შევცვალოთ ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ“ - განაცხადა ხაზარაძემ.




ადგილობრივების მძიმე სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა თავად ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, სამგორის რაიონში უმუშევრობის პრობლემა კოვიდპანდემიის შემდეგ გაორმაგდა.



„სამგორის რაიონი ძალიან დიდია და ბევრ უბანს მოიცავს. პრობლემები, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის უმწვავესი, ისევე, როგორც მთელ საქართველოში. მაგრამ განსაკუთრებით სოციალურად რთული რაიონია სამგორის რაიონი, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმებულია მათი ყოველდღიური ყოფა და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.



„უახლოესი ორი კვირა არის არა მხოლოდ არჩევნებისთვის გადამწყვეტი, არამედ ძალიან ბევრი რამის ჩვენს ქვეყანაში“- ამის შესახებ „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის ღონისძიებაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.



„ყველა არჩევნები, რომელიც აქამდე ყოფილა, იყო გადამწყვეტი, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა მივიღოთ მასში მონაწილეობა. 30 წლის განმავლობაში მივედით იმ დასკვნამდე და გავიაზრეთ, რომ საჭიროა, ჩვენი ქვეყანა დაემსგავსოს სახელწიფოს. ამისთვის როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, "ლელომ" ამაზე დიდი ხნის წინ იფიქრა და შეადგინა პროგრამა „ლელოს ახალი მარშალის გეგმის“ სახით. ეს არის უპრეცედენტოდ კომპლექსური გეგმა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია, ძირეულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ქვეყნის მდგომარეობა. ამ გეგმაში თავმოყრილია ძალიან ბევრი რამ, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და ამას ავამოქმედებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. სწორედ ამის გამო, ხელისუფლების ფარულ მოწოდებას, რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, არ მივაქციოთ ყურადღება და ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხელისუფლებას აქვს გათვლა, რომ ჩვენ თავად ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up