მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

access_time2019-09-18 13:10:54

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.


როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი“.


„ლელოს“ წევრები არიან:



  1. ლანა გალდავა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია ლელოს იურისტი.



2. ლევან ბოძაშვილი - უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი.



3. თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი.



4. კახა კოჟორიძე- იურისტი.


5. მედეა მეტრეველი - ფილოლოგი


6 . გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი.


7. საბა ბუაძე- სამოქლაქო მოძრაობის წევრი


8.  გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი.


9. ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია შეჩერე კორუფციის ერთ ერთი დამფუძნებელი.


10. ელენე მელიქიშვილი - საგარე პოლიტიკის მკვლევარი.


11. გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი.


12. დავით გელაშვილი - ეკონომისტი.


გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მოძრაობის წევრი იქნება მისი ბიზნეს პარტნიორი ბადრი ჯაფარიძეც, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს იყო დეპუტატი და ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე.


„საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიასთან არაფერ კავშირშია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები თაიმერის პრონციპით იქნებიან არჩეული“, - განაცხადა ხაზარაძემ.





29 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

29 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-29 18:10:00
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?

რა პრობლემებია მოსალოდნელი სომხეთსა და აზერბაიჯანში შესაძლო სამხედრო მობილიზაციის პროცესში?
access_time2020-09-29 20:00:00
როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს მობილიზებისთვის საკმარისი ადამიანური რესურსები გააჩნიათ - სომხეთს 1,4 მლნ., აზერბაიჯანს კი 3,8 მლნ. ადამიანის მობილიზება შეუძლიათ.   თუმცა, შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში ნებისმიერმა ქვეყანამ რამდენიმე კითხვას პასუხი უნდა გასცეს.   პირველი - შესაძლებელია თუ არა სწრაფი გამარჯვების მიღწევა უკვე არსებული ძალებით? მეორე - შეუძლია თუ არა ქვეყანას მობილიზებული ადამიანების იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით,...

Forbes: ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა Tiffany-სთან გარიგება შეაჩერა

Forbes: ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა Tiffany-სთან გარიგება შეაჩერა
access_time2020-09-29 21:00:58
გასულ კვირას კომპანია LVMH-მა, რომელიც ევროპის უმდიდრეს ადამიანს ბერნარ არნოს ეკუთვნის, ამერიკულ Tiffany-სთან შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ფაქტს წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან კე დრიანის გამოსვლა უძღოდა, რომელიც აშშ-ს მხრიდან ფრანგულ პროდუქციაზე მაღალი ტარიფების დაწესებას ეხებოდა.   მინისტრმა არნოს გარიგების გადავადება ურჩია, მინიმუმ 2021 წლის 6 იანვრამდე. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი...

Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება

Die welt: ერდოღანი ყარაბაღში პუტინს უპირისპირდება
access_time2020-09-29 19:00:32
კვირას, დილის 4 საათზე, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მორიგი ომი დაიწყო.   საომარი შეტაკებები ორ ქვეყანას შორის მუდმივად ხდება იმის შემდეგ, რაც 90-ანი წლების დასაწყისში ხანგძლივი და სისხლისმღვრელი ომის შედეგად, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მყოფი მთიანი ყარაბახის ტერიტორია სომხეთმა დაიკავა.   1994 წელს მხარეებმა ზავი გააფორმეს, თუმცა ის მუდმივად ირღვევა. ბოლოს ეს ივლისში მოხვდა, როდესაც 2 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. როგორც...

„ეროვნული ბანკის ინტერვენციებს შესაძლოა უკუეფექტიც კი ჰქონდეს და ლარი უფრო გაუფასურდეს“ - ლევან სურგულაძე

„ეროვნული ბანკის ინტერვენციებს შესაძლოა უკუეფექტიც კი ჰქონდეს და ლარი უფრო გაუფასურდეს“ - ლევან სურგულაძე
access_time2020-09-29 16:30:35
COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს საკუთარი რეზერვებიდან 450 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურება ამ ნაბიჯებმა მაინც ვერ შეაჩერა. პირიქით, ჯამურად ლარი დოლართან მიმართებაში სექტემბერში თითქმის 7%-ით გაუფასურდა. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე...


მსგავსი სიახლეები

up