მამუკა ხაზარაძე - თუ ჩვენ ამ „შულერებს“ ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი

მამუკა ხაზარაძე - თუ ჩვენ ამ „შულერებს“ ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი

access_time2020-11-02 12:05:09

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ შეაჯამა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები უნდა დადგნენ ერთად და ადამიანებს ის ნდობა დაუბრუნონ, რომელიც მათ „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა.


ხაზარაძემ ისიც აღნიშნა, რომ მან „ლელო“ არა პარლამენტში მოსახვედრად, არამედ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დასაწყებად შექმნა.



„ჩვენ „ლელო“ არ შეგვიქმნია იმისათვის, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავით, პარტია შევქმენით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყოს, ტყუილიდან ამოვიდეს ეს ქვეყანა, გამოვიდეს იმ ორბიტიდან, რომელშიც მიგვაქანებს „ქართული ოცნება“. ცხოვრებაში თანამდებობისთვის არ მიბრძოლია, ჩემით შევქმენი ჩემი თავი და ასე გავაგრძელებდი, მაგრამ გადავდე ყველაფერი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ტყუილი არ შერჩება ამ ქვეყანაში არავის. ადამიანს სულში ხელს რომ უფათურებ და მის არჩევანს თავისუფალ მიმართულებას არ აძლევ, ამ შეურაცხყოფას ქართველი კაცი არ გადაიტანს. მე მათ დავუდგები მხარში, ამისთვის კი ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, ახლა აღარ არის პარტიების გარჩევების დრო, ახლა არის ადამიანების მიმართ ნდობის დაბრუნების დრო. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს მეგობრებო, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, თუ ჩვენ ამ „შულერებს“ ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


NS 





კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა
access_time2021-02-26 16:06:22
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.   მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.   სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ უზრუნველყო...

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია
access_time2021-02-26 14:59:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.   მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ...

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი
access_time2021-02-26 14:00:08
„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას. მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია
access_time2021-02-26 11:00:14
„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა. პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში...


მსგავსი სიახლეები

up