მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი

access_time2019-12-27 13:48:12

მე მინდა გითხრათ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მოწმის სახით ამ პროცესზე, შავით თეთრზე წერია, რომ ეს ყველაფერი იყო კანონიერი, არანაირი შეხება ამ ტრანზაქციას არაკანონიერთან არ აქვს, მითუმეტეს, ფულის გათეთრებასთან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ საქმეზე სასამართლოში განუცხადა, როდესაც მისი ბრალდების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეზე ისაუბრა.


„ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ჩვენთვის სტრატეგიული, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის გაჩერებას. ეს არის მისი მთავარი ამოცანა. ყველა მეთოდს იყენებენ იმისათვის, რომ ეს პროექტი გაჩერდეს. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ ანაკლიის პორტსაც ავაშენებთ, ქალაქ ანაკლიასაც ავაშენებთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთანავე“, - განაცხადა ხაზარაძემ.


მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ 22 დეკემბერს დააფუძნეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, რომლის მთავარი მიზანი და უპირველესი ამოცანა იქნება ის, „რომ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, პირველ ექვს თვეში დემონტაჟი გაუკეთდება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას“.



„ხაზს ვუსვამ, ექვს თვეში. ეს ის სასამართლო და პროკურატურაა, ასევე ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომლებიც სააკაშვილისგან გადმოიბარა ივანიშვილმა.


რაც შეეხება მეორე საკითხს, მე ველოდები როდის დაიბარებენ გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა მუქარის წერილი, რომლიც ერთი წელია ჰაერშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ა.შ.


მესამე საკითხი არის ის, რომ უკვე წელიწადია „თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერშეტევა არ გამოძიებულა გახარიას შს მინისტრობის დროს. ასევე კითხვას ვსვამ, როდის იქნებიან მხილებული ის პირები, რომელთა „ბოტების“ და „ტროლების“ ფაბრიკა რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა" დაკეტა. ეს არის ძირითადი საკითხები, რაც გვაინტერესებს და რაც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


ipn.ge





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up