მამუკა ხაზარაძე - თელავი ღვინის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

მამუკა ხაზარაძე - თელავი ღვინის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

access_time2020-10-11 17:30:36

თელავში, ლელოს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები მოსახლეობას შეხვდნენ.

 

როგორც ინტერპრესნიუსს ლელოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე წარუდგინეს.

 

თელავში ლელოს წინასაარჩევნო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა ამოძრავდეს ყველა ის მიმართულება, რაც საქართველოს გააჩნია. ხაზარაძის განცხადებით, ლელოს ახალი მარშალის გეგმის მიხედვით, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, ხოლო ამ მიმართულებით პარტია უკვე მუშაობს და სამი დღის წინ, საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღეს პასუხი, რომ მათი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.

 

არ შეიძლება, გაჩერებული ქვეყანა ავიტანოთ, უნდა ავამოქმედოთ მისი პოტენციალი - ინტელექტუალური ძალა და მშრომელი ადამიანი. არ შეიძლება, ეს ბარაქიანი მხარე იყოს პასიური და გლეხი ფიქრობდეს, როგორ გაყიდოს თავისი მომავალი კაპიკებად. ის დუხჭირი ქვეყანა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას უნდა შევცვალოთ. უმუშევრობა და სიღატაკე - ეს არის შიდა ომი და სწორედ ამ ომში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი ლელოსთან ერთად. პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას. ჩვენი მარშალის გეგმის მიხედვით კი თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სამი დღის წინ მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე, - განაცხადა ხაზარაძემ.


 

შეხვედრისას პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობასა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

 

გვიახლოვდება არჩევნები - დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ვარდნა უნდა შევაჩეროთ. ამ დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ცვლილებები და ნამდვილი აღმშენებლობა. ამ დღიდან უნდა დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები პოლიტიკაში, რომ მოვიდნენ პატრიოტი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, რომელებიც დაიწყებენ და შეინარჩუნებენ ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს ხმა უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს. ლელო თავისი გუნდით, ადამიანებით, ნამდვილად პროფესიონალები არიან, მზადაა, ქვეყნის და ხალხის სამსახურში ჩადგეს,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტალახაძემ თავისი ოლქის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და მათ შეხვედრაზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება ლელოში მის გაწევრიანებას, ტალახაძის თქმით, გუნდთან მისი იდეოლოგია საერთოა და პარტიასთან ერთად რეგიონში სასიკეთო ცვლილებებისთვის იბრძოლებს.

 

ლელო არის პოლიტიკური ძალა, სადაც გაერთიანებულია პატიოსანი და მაღალკვალიფიციური ადამიანები. მათთან ჩემი იდეოლოგიის თანხვედრის გამო შევუერთდი გუნდს. ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი არის სწორი. ამ დროის განმავლობაში, სანამ ბიზნესში ვიყავი, მეგონა, საქვეყნო საქმეს ვაკეთებდი, თუმცა ქართულმა ოცნებამ 8 წელი გააჩერა ქვეყანა და მე მინდა, ეს ლელოსთან ერთად შეცვალო , - განაცხადა ტალახაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up