მამუკა ხაზარაძე - რევანშიზმის დრო არ არის

მამუკა ხაზარაძე - რევანშიზმის დრო არ არის

access_time2018-11-02 11:57:37

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს. ხაზარაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი.


„პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა თავს მოვალედ ვთვლი, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა ვთქვა. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად დაგავანახა მოსახლეობის შეცვლილი განწყობა მმართველი პარტიის მიმართ.



მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია და ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩემი აზრით, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა კიდევ განსახორციელებელია. როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი იმედით შევცქეროდი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ რადიკალურ რეფორმებს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოსა თუ ზოგადად, სამართლიანობის შეგრძნების გაჩენისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ეს არ მოხდა, მაგრამ ახლა გაცილებით რთული და გამოწვევებით სავსე რეალობის წინაშე დავდექით. ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განცხადებებიც, რომელიც რამდენიმე თვეა მესმის და რომელიც განუწყვეტლივ გრძელდება თუნდაც ჩემი და ჩემი კომპანიების, ჩემი მონაწილეობით წარმოებული ბიზნესებისა და იმ პროექტების მიმართ, რომელიც ჩემი და ჩვენი 10 000 კაციანი გუნდის ღრმა რწმენით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.



მინდა ვუპასუხო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომელიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა-ექსპროპრიაციისკენ და ასევე განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. სრულიად მიუღებელია ქონების წართმევის მუქარა, ხოლო რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს, მისი ასაშენებელი ტერიტორია, სადაც აქამდე ჭაობი იყო, ჩვენთვის „უფასოდ“ არავის უჩუქებია. პროექტის განხორციელების უფლება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად მოვიპოვეთ საერთაშორისო ტენდერში კონკურენციის პირობებში. ანაკლია სწორედაც რომ ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება. მისი სიკეთე არა „რამდენიმე ადამიანის გამდიდრებას“, როგორც ეს ეთერში ნათქვამი იყო, არამედ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება, ემსახურება ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობისა და უამრავი სამუშაო ადგილის შექმნას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდას. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ხორციელდება უშუალოდ საოკუპაციო ზოლთან და დასაფასებელია ის დიდი რისკი, რომელსაც იღებს ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი. მათ შორის, ცნობილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.




კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის სურვილია, დასრულდეს ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა, პოლარიზაცია და დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ დარტყმის ობიექტი, 2004 წელს ჩემზე პირადად აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე სრულიად აბსურდული ბრალდებით, რომლის წარმოება არაერთი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს თიბისი ბანკს პრაქტიკულად შეუჩერდა ძირითადი საქმიანობის - კრედიტების გაცემის საშუალება, იყო ჩემი პირადი ქონების წართმევის მცდელობა აჭარაში რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც შეწყდა 2012 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო. აღარ შევჩერდები სხვა ბიზნესმენთა მაგალითებზე. მიუხედავად ამისა, სამაგიეროს გადახდაზე არასდროს გვიფიქრია და დღეს, ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა შურისძიებას, რევანშიზმს, რათა დაპირისპირებებმა არ გადაგვიყოლოს და დამღუპველი შედეგები არ მოუტანოს ქვეყანას“-ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში. 


(R) 









გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up