მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის

მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის

access_time2020-01-15 12:20:02

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, საერთაშორისო საფონდო ბირჟის მოწყობის ინიციატივით გამოდის.


როგორც მან დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, მოლაპარაკებები საფონდო ბირჟებთან უკვე დაწყებული აქვთ.


„ვფიქრობთ, რომ აქ რომელიმე მათგანი შეიძლება იყოს განთავსებული. მაგალითად, „ნაზდაქი“ ან „ლონდონის ბირჟა“ ან სხვა რომელიმე ბირჟა. ქუთაისი უნდა გავახადოთ რეგიონის ფინანსური ცენტრი. ჩვენი გათვლებით და იმ ანალოგებით, რომლის მსგავსი მოხდა სხვა ქვეყნებში, ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში კაპიტალბრუნვა ამ ბირჟაზე იქნება 4 მილიარდი დოლარის ოდენობის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაახლოებით 10 - 20 პროცენტამდე მომავალი ბიუჯეტის, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონის, არამარტო კავკასიის, ცენტრალური აზია, თურქეთის, ბულგარეთის კომპანიების აქციების კვოტირება მოხდება. არ ვსაუბრობ იმ სიკეთზე, რომელსაც ეს მოუტანს იმერეთს, ქუთაისს და იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც შეიქმნება,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


გარდა ამისა, როგორც ხაზარაძე ამბობს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გადაიქცეს ჰაბად და არა მხოლოდ მგზავრები, არამედ ტვირთებიც მიიღოს.



„ამისთვის საჭიროა მოდერნიზება და მის გარშემო ისეთი გიგანტების შემოყვანა, როგორიცაა კომპანიები „ალიბაბა“, „ამაზონი“, „ფედექსი“ და ა.შ მათთანაც გვაქვს კონტაქტები დამყარებული. ქუთაისის აეროპორტიდან შეგვიძლია სამი საათის რადიუსის ფრენაში გადავწვდეთ ნახევარ მილიარდი ადამიანის ბაზარს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


გარდა ამისა, ხაზარაძემ დღეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები ჩამოთვალა, რომელიც ამ დრომდე ან არ განხორციელებულა, ან ნაწილობრივ განხორიცელდა და შეჩერებულია.


„ორი ძალა და ამ ორი ძალის ხელმძღვანელებელი, ქვეყნიდან წასული მიხეილ სააკაშვილი და ერთპიროვნული მმართველი, მათ ამბიციასა და დაპირისპირებას ეწირება თითოეული ჩვენგანის ინტერესი, ბიუჯეტი, ჩვენი მოქალაქეების გადასახადები. მათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი და ყველაფერი, რომელიც ან გაკეთდება, ან გაჩერებულია, ან კეთდებოდა მათზეა დამოკიდებული. მიტოვებული პარლამენტის შენობა, რომელიც 350 მილიონ ლარამდე დაჯდა და დღეს იქ ბაყაყების საბუდარად იქცა; პრეზიდენტის სასახლე 500 მილიონ ლარამდე დაჯდა, გააჩერებულია და მის შენახვაზე ვიხდით თანხებს, თუმცა, პრაქტიკულად პარტახდება; შემოვლითი რკინიგზა, რომელზეც დასკვნა და უნდა გაკეთდეს თუ არა, 8 წელი გავიდა და ვერ მივიღეთ პასუხი; რკინიგზის ლიანდაგი და სადგური ქუთაისის აეროპორტისკენ და 100 მილიონ ლარამდე ოდენობის დაწყებული და გაპარტახებული ინფრასტრუქტურული პროექტები,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


IPN.GE






პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up