მამუკა ხაზარაძე პროგრეს ბანკთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს პასუხობს

მამუკა ხაზარაძე პროგრეს ბანკთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს პასუხობს

access_time2019-10-18 16:00:11

კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა და ამ ტრანზაქციებს შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვევით, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „პროგრეს ბანკთან დაკავშირების განუცხადა.


კითხვაზე, არის თუ არა ხაზარაძისთვის ცნობილი, რომ „პროგრეს ბანკიდან არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცემოდა კახა კალაძის გარემოცვის კომპანიებზე, რისი ამსახველი დოკუმენტაციაც „თიბისი ბანკში ინახება, ხაზარაძე აცხადებს, რომ თავად „თიბისი ბანკს აღარ წარმოადგენს. მისივე თქმით, „პროგრეს ბანკის ტრანზაქციებთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურია.


ამასთან, ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც უპასუხა, რომ ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან დაკავშირებით ცრუობდა. ხაზარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყანას ამყოფებს სიცრუეში, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეა.



„მე უკვე რამდენიმე თვეა აღარ წარმოვადგენ „თიბისი ბანკს. მე მგონი კითხვები არის საკმაოდ ლეგიტიმური და სერიოზული. კითხვა იქიდან იწყება, როგორ მოხდა, რომ საქართველოში ოპერირებდა ბანკი, რომლის თანადამფუძნებელი კალაძესა და ივანიშვილთან ერთად იყო ცნობილი ფულის გამთეთრებელი გავრილოვი. დანარჩენი გამოძიების საქმეა. მე მათგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ და არავისკენ ხელი არ გამიშვერია. ვთქვი, რომ თუ საქართველოში გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება, რაც ამ მთავრობის პირობებში არ მოხდება, საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხი გამომზეურდეს. კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა და ამ ტრანზაქციების შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვემოთ, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა და თუ არ უყურებდა, რატომ არ უყურებდა? თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ყველაფერი ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. ესაა მოთხოვნა“, - განაცხადა ხაზარაძემ.


ipn.ge





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up