მამუკა ხაზარაძე: პომპეოს ვიზიტის მთავარი თემა იქნება არჩევნები და ბიძინა ივანიშვილს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

მამუკა ხაზარაძე: პომპეოს ვიზიტის მთავარი თემა იქნება არჩევნები და ბიძინა ივანიშვილს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

access_time2020-11-12 10:30:00

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს ლელო დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი ქვეყნის მნიშვნელოვანია. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი კი ხაზარაძის თქმით, რეგიონში განვითარებული მოვლენებია.

ხაზარაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რა მიზეზით არ დაგეგმილა ოპოზიციურ პარტიებსა და პომპეოს შორის ვიზიტი.

"საარჩევნო თემა იქნება ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, შეხვდება თუ არა ოპოზიციას ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ, თუმცა ეს თემა იქნება მაღალ დონეზე განხილული. ისევე როგორც საქართველოს ფუნქციაზე მომავალში, იმიტომ რომ ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ამ ქვეყანას ფუნქცია დაეკარგა. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ოცნების ხელისუფლების ისეთ ქმედებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას რაღაც ფუნქცია მისცა რეგიონში. პირიქით, წლიდან წლამდე რეგიონში გავლენას ვკარგავთ და თუ ამერიკელი მეგობრები არ დაგვეხმარებიან და საქართველოში ნამდვილი დემოკრატია არ გაიმარჯვებს, ჩვენ გავხდებით ისეთი ჩიხი, საერთოდ არავის აღარ დააინტერესებს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ვთვლი რომ მისი ვიზიტია ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული,"- აღნიშნა ხაზარაძემ და იქვე განმარტა, რომ ქართულ ოცნებას და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ექნება მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გასაცემი - როდესაც სახელმწიფო მდივანმა იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრს კონკრეტულ პროექტზე მიუთითა, მას შემდეგ გაძლიერდა ჩვენზე თავდასხმა და ანაკლიის ტორპედირება. ივანიშვილმა განახორციელა რუსული პროექტი და ქვეყანას დაუკარგა განვითარების შანსი," - განაცხადა ხაზარაძემ.



ინფორმაციას ლელო საქართველოსთვის პრესაამსახური ავრცელებს.

NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up