მამუკა  ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახლოეს მომავალში დაასახელებს

მამუკა ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახლოეს მომავალში დაასახელებს

access_time2020-09-20 19:05:26

ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ- ამის შესახებ ლელოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფართო საზოგადოებას სიის იმ პირველ 25 წევრს და ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენს, რომელიც სამომავლოდ ლელოს მარშალის გეგმას განახორციელებენ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლელომ დადო რეალური პროგრამა არა ლოზუნგებით, არამედ რეალური ნაბიჯებით, როგორ მიიღწევა კეთილდღეობა, პროგრამის განხორციელებისთვის კი პარტიას მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.

იმ პროგრამას, რომელიც ჩვენ გვაქვს, სჭირდება, განმახორციელებელი გუნდი, ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტი. ამომრჩეველს სჭირდება, ნახოს ის მენეჯმენტი, რომელსაც ის ქირაობს, როგორც გადასახდის გადამხდელი და რომელიც ანდობს მომავალ 4 წლით საკუთარ ბედს. ჩვენ ასევე უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სიას და შემადგენლობას, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ იქნება ის პირველი 25 ადამიანი, რომელიც საკანონმდებლო მხარდაჭერას გაუკეთებს ამ რეფორმებს. რეფორმები ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაწერილი. პირველ ას დღეში მოხდება ინიცირება ყველა საკანონმდებლო აქტის და კანონპროექტების, რომელიც ჩვენს რეფორმებს სჭირდება, 300 დღეში წარვადგენთ ლელოს მარშალის გეგმის პირველ შედეგებს, ხოლო 4 წელიწადში ჩვენი რეკონსტრუქციის გეგმის მთლიან შედეგებს. 4 წელიწადში დავასრულებთ იმ საფუძვლის მშენებლობას, რომელიც არ აშენებულა საქართველოში ბოლო30 წლის განმავლობაში. ვქმნით საშუალო ფენას სტაბილური შემოსავლით და ყველა იმ ძირითად სვეტს: ფინანსურ, სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ, ციფრულ ჰაბს, ენერგეტიკულ ჰაბს, ყველაფერს, რაც კი ჩვენს პროგრამაშია. ამას საფუძველს ვუყრით 4 წლის განმავლობაში და სწორედ ამის შემდეგ იწყება საქართველოს ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up