მამუკა ხაზარაძე - ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან პროტესტს, ვიდრე არ ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები

მამუკა ხაზარაძე - ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან პროტესტს, ვიდრე არ ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები

access_time2021-02-26 14:20:00

ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, რომლის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს მშვიდობიან პროტესტს, ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები.

„ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, პანდემიურ კრიზისში, უიმედობაში. მთავრობა არის აბსოლუტურად უსუსური და ქვეყანაში სუფევს სრული უსამართლობა. გუშინდელი განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ არც სასამართლო გვყავს, არც პროკურატურა და არც მართლმსაჯულება. ამიტომ, მოთხოვნა არის უცვლელი – ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, რომლის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს კონსტიტუციურ ფარგლებში, ვიდრე ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს იქნება ათვლის წერტილი, საიდანაც დაიწყება სერიოზული რეფორმები, სასამართლო, ეკონომიკური რეფორმები და ქვეყნის წინსვლა. აუცილებელი მოთხოვნაა, ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმის შეწყვეტა. ხალხის ხმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის და არა მოკალათებულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვიღაცამ აჩუქა ეს ადგილები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, დიალოგის გამართვა არჩევნების დასრულების პირველივე დღიდან ოპოზიციის მოწოდება იყო.


„დიალოგის მოწოდება არის ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან, როდესაც არჩევნები დამთავრდა. ოთხი რაუნდი გაიმართა, მეხუთე რაუნდი კი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩააგდეს თავიანთი ქმედებებით. ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, რადგან საქმე არ ეხება პარტიებსა ან ძალაუფლებას შორის ბრძოლას, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, ამიტომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას. საერთო მიზანი კიდევ არის ის, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ ჭაობიდან, ვინც უნდა იყოს – ოცნების მხარე თუ ოპოზიციის, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ. ყველამ უნდა ვნახოთ ძალა, შევთანხმდეთ ევროატლანტიკურ სივრცეში სასწრაფო გაერთიანებაზე, ევროპულ კურსზე, და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ამ ძალიან სერიოზული, სახიფათო მდგომარეობიდან გამოყვანაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up