მამუკა ხაზარაძე - მზად ვარ ბიძინა ივანიშვილს  ციფრებით ვუთხრა, თავისი უუნარო მენეჯმენტით სად მიიყვანა ქვეყანა

მამუკა ხაზარაძე - მზად ვარ ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თავისი უუნარო მენეჯმენტით სად მიიყვანა ქვეყანა

access_time2019-10-03 13:30:25

მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, იმედი მქონდა, რომ რაღაც წინ წავიდოდა, პრაქტიკულად, არა მხოლოდ ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრუჭიც ამოწია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.


ის მზადაა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატებშიც ისაუბროს.


„ჩვენ, ყველა პარამეტრით უკან მივდივართ და ეს მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო. თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ ნებისმიერ დებატებში, იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


მან ისაუბრა ქვეყნის საგარეო ვალსა და მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში ქვეყნის ვალი 2.5%-ით არის გაზრდილი.



„თუ 2012 წელს ვალი იყო 9.1 მილიარდი, 2020 წელს იქნება 22. 5 მილიარდი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი, როცა მშპ-ის 45 პროცენტი არის ვალი. 2012 წლიდან მშპ-ი არ იცვლება და ერთ ნიშნულზე დგას, რაც ნიშნავს რომ ქვეყანა არ მიდის წინ და მიდის უკან. ვალი 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე იყო 2500 ლარი. 2019 წელს - 5500 ლარი, 2020 წელს კი იქნება - 6000 ლარი. „ოცნების“ ხელისუფლება თითოეულ ჩვენგანს გვიზრდის ვალს. პენსია არათუ მატულობს, არამედ კლებადია,“ - განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა.


მან საქართველოს ეკონომიკა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკასაც შეადარა და აღნიშნა, რომ სომხეთის ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა 20 პროცენტით, ლარი კი 70 პროცენტით.


„სომხეთი არის ჩვენზე წინ. დაკარგული გვაქვს პოზიციები, ვერასდროს დავეწევით ვერავის და ვიქნებით მაჩანჩალა ამ მთავრობის ხელში,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.







ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up