მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ და „ლელოელები“ ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი!

მამუკა ხაზარაძე - „ლელო“ და „ლელოელები“ ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი!

access_time2020-11-06 19:02:07

„ის, რაც შეძლო „ლელომ“ ამ ერთი წლის განმავლობაში, იყო უპრეცედენტო“ - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განცხადა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



მისი თქმით, პარტია მოსახლეობასთან ერთად უმოკლეს დროში შექმნა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდა.



მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა ძალა იხმარა იმისთვის, რომ მათთვის ყველაზე ძლიერ ძალა, „ლელოს“ არ გაემარჯვა.




„დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველა უკანონო მეთოდი გამოიყენა, რათა „ლელოს“ არ გაემარჯვა. ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე სწორედ „ლელო“ იყო, რადგან მმართველ ძალას ყველაზე მეტად დღეს „ლელოსი“ ეშინია და ამიტომაც გაუყალბა ათიათასობით ხმა. ეშინია იმიტომ, რომ „ლელო“ ახალი, სუფთა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მქონე პარტიაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ არ ვმარცხდებით! „ლელოს“ და ლელოელებს ვერ დაგვამარცხებენ, რადგან ჩვენ მართლები ვართ! ეს იყო უთანასწორო ბრძოლა ქართულ ძალასა და რუსულ მენტალიტეტს შორის,“-განაცხადა ხაზარაძემ.



მისივე განმარტებით, ლელოელებმა, საქართველოს ათასობით გულანთებულმა მოქალაქემ, შევქმენით უკონკურენტო გუნდი, დაკომპლექტებული ახალი თაობის პოლიტიკოსებით, რომლებმაც საკუთარი ძალებით და თავდაუზოგავი შრომით მიაღწიეს წარმატებას თავიანთ პროფესიებში.


„იმ პროფესიონალებმა, რომლითაც დაკომპლექტებულია ჩვენი გუნდი და რომლებმაც თავიანთი ცოდნა და ენერგია, სამშობლოს სამსახურისკენ მიმართეს არის უპრეცედენტო. ჩვენ ერთად მოვახდინეთ ძლიერ ლიდერთა გუნდის ფორმირება, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ ჭაობიდან ამოყვანაა. ერთ წელიწადში „ლელომ“ თქვენთან ერთად შეძლო სრულყოფილი პარტიული სტრუქტურის მოწყობა, სტრუქტურისა, რომელსაც პარტიები ათწლეულები აშენებენ. დღეს „ლელოს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 რეგიონული ორგანიზაცია აქვს, „ლელო“ არის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, რაიონულ ცენტრსა თუ სოფელში - „ლელო“ თქვენს გვერდითაა, საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით,“-აღნიშნა ხაზარაძემ და იქვე განმარტა, რომ - ლელოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად შექმნეს „მარშალის გეგმა - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა“ - ქვეყნის შეუქცევადი განვითარების გზამკვლევი. ახალმა „მარშალის გეგმამ“ არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც უმნიშვნელოვანესი პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, როგორც ყველაზე სრულყოფილმა და ძლიერმა პარტიის პროგრამულმა დოკუმენტმა. ჩვენ - „ლელო“ ვართ ძალა, რომელმაც ვიცით საქმის კეთება! გვიყვარს სამშობლო და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად! ეს ბრძოლა ამ წუთებშიც გრძელდება, ეს ბრძოლა არ დასრულდება, სანამ საქართველოში არ გაიმარჯვებს დემოკრატია! დღეს ეს ბრძოლის ხაზი თქვენს, ჩემს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმების დაცვაზე გადის. ჩვენ თუ ამ ბრძოლას დავთმობთ, ჩვენ თუ უკან დავიხევთ, ჩვენ თუ დავნებდებით, დამარცხდებიან ჩვენი შვილები. „ლელო“ და ლელოელები ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.



NS








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up