მამუკა ხაზარაძე – „ლარის ვარდნამ ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში - ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება““

მამუკა ხაზარაძე – „ლარის ვარდნამ ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში - ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება““

access_time2020-09-29 12:37:10

ლარი და ეკონომიკა - ამ თემაზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ქვეყნაში არსებული მძიმე სოციალური ვითარება განიხილა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



მამუკა ხაზარაძის თქმით, ეკონომიკაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო, პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა" და ბიძინა ივანიშვილი დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს იმ პრობლემებზე საუბარი შესთავაზა, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკა. საქმე ეხება 1 მლრდ. დოლარის ზარალს, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო საქართველოს მოსახლეობამ და ბიზნესმა. მისი თქმით, ეს რიცხვი დამანგრეველი ოდენობაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.



„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ნუ იმალებით, გამოდით, დაგველაპარაკეთ. მე პირადად გიწვევთ თქვენ დებატებში, რათა მოსახლეობამ დაინახოს, სად არის გამოსავალი. ეკონომიკა არის ღრმა კრიზისში და ეს მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, ლარის დევალვაციამ ჩვენი მოსახლეობა ჩააგდო უმძიმეს მდგომარეობაში, გაძვირდა საკვები პროდუქცია, წამლები და, რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ადამიანები არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 17პროცენტით გაუფასურდა. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენს თანამემამულეებზე, რამაც გამოიწვია ჩვენი მოსახლეობის დავალიანების გაზრდა 600 000 მლნ. დოლარით. ასეთივე, 400 000 მლნ. დოლარის ზარალი მიიღო ბიზნესმა, რომელიც ასაქმებს ხალს. ჯამში, მოქალაქეებმა და ბიზნესმა მიიღო 1 მლრდ. დოლარის ზარალი, რაც წარმოუდგენელი რიცხვია იმ პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიცაა საქართველო. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება" და მისი მთავრობა, რადგან მათ არ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან და შეცვალონ სიტუაცია. ადამიანები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ამის ფონზე „ქართული ოცნების" მთავრობა ვერაფერს აკეთებს, ლარი ყოველდღიურად უფასურდება და ეს, პირველ რიგში, ყველაზე მკვეთრად ჩვენს მოსახლეობას ურტყამს. პროდუქტების გაძვირება, ლარის მსყიდველუნარიანობა და ჩამოშლილი ეკონომიკა აუნაზღაურებელ დარტყმას აყენებს საქართველოს მოსახლეობას,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



„ლელოს“ თავმჯდომარემ პარტიის გეგმაზეც ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება მიეცემათ თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების.




„ჩვენ გვაქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით სასწრაფოდ საჭიროა , ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მიეცეს საშუალება თავიანთი სესხის გადავადება/რეფინანსირების, მინიმუმ 6 თვით. ჩვენ უნდა მოვხსნათ ეს ტვირთი ეკონომიკური კრიზისისგან დაზარალებულ მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც "ლელო" პარლამენტში დააყენებს, იქნება 6 თვით სესხებზე გადასახადის გადავადება/რესტრუქტურიზაცია, ყოველგვარი ჯარიმების გარეშე. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ საკითხს საგარანტიო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც მისცემს ადამიანებს ამოსუნთქვის საშუალებას,“-აღნიშნა ხაზარაძემ.




ბრიფინგის დასასრულს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ლელო“ არის ის ძალა , რომელმაც იცის, როგორ დაასტაბილუროს ლარის კურსი და შეინარჩუნოს ის. „ლელოს“ აქვს გამართული გეგმა, რომელიც ქვეყანაში აღმავლობის პროცესს დააჩქარებს.



„ლარის კურსი სასწრაფოდ გასაჩერებელია და ჩვენ, "ლელო" ამისთვის ლარის „დერეფნის განსაზღვრის" მექანიზმის შემოღებას გთავაზობთ. ჩვენ შეგვიძლია, გავაჩეროთ და დავასტაბილუროთ ლარი. სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში უახლოეს მომავალში შესაძლებელია ლარის კურსის დასტაბილურება/ გაჩერება. პროფესიონალების და მცოდნე ადამიანების სწორი პოლიტიკით ამის გაკეთება შეიძლება და "ლელოს" აქვს ამის ძალა და კომპეტენცია, რომ ეს რეფორმები გაატაროს. ქართული ეკონომიკა კრიზისშია. ამ ჩიხიდან, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო შეიყვანა, ხელისუფლებას არ აქვს გამოსავლის სწორი სტრატეგია და გეგმა,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up