მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, მთავრობამ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემის მქონე მოსახლეობისთვის დროებითი საგარანტიო მექანიზმი შექმნას

მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, მთავრობამ საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემის მქონე მოსახლეობისთვის დროებითი საგარანტიო მექანიზმი შექმნას

access_time2020-09-17 14:10:07

პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელოს” პრესსამსახური ავრცელებს.


ხაზარაძის თქმით, “ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ, მათ ხელს არსებული მცირე რესურსი რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას”.


როგორც ის აღნიშნავს, ეს დროებითი მექანიზმი იქნება წინაპირობა, იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც, “ლელოს” “მარშალის გეგმაშია” მოცემული.



“მე მაქვს ახალი შემოთავაზება, რატომღაც მთავრობამ ჩემი წინა შეთავაზება არ გაითვალისწინა. მე მათ შევთავაზე, შეექნათ 3 მლრდ-იანი საგარანტიო ფონდი, რომელიც ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანდა არც ლარს და არც კომპანიებს, რომლებმაც დაკარგეს თითქმის ყველაფერი. თუმცა, ახლა კიდევ ვთავაზობ ალტერნატივას, შექმენით გარანტია, მოსახლეობისთვის რომ ის ძველი კრედიტები გადაფინანსდეს, ამით მოეხსნება ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი. ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ამ კრიზისს გადავივლით, გავივლით არჩევნებს, ამ სტრესს მოვუხსნით, როგორც ხალხს ასევე ეროვნულ ვალუტას, ამ შემთხვევაში არავინ არაფერს არ აგებს არც სახელმწიფო. ეს ხალხი ვისაც ვალდებულება აქვს ბანკებში არიან გადახდისუნარიანები, სხვა შემთხვევაში ბანკები მათთან არ ითანამშრომლებდნენ. უნდა მოხდეს ახალი ისტორიის დაწყება, ახალი ათვლის წერტილის დაწყება. ეკონომიკა ამოისუნთქებს ბანკებს მოეხსნებათ რეზერვი, რითაც უზარმაზარ ზარალში მიდიან და ბანკების ზარალი პირდაპირ პროპორციულია ქვეყნის ეკონომიკის ნგრევისკენ. ამიტომ ვურჩევ მათ გაითვალისწინონ ჩვენი შეთავაზება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან სამი თვით გათავისუფლდენენ. ამავე დროს “ლელომ” მთავრობას, 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას შესთავაზა. როგორც რამდენიმე თვის წინ, პარტიაში აცხადებენ, აღნიშნული ფონდი მათ მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ფონდი კი საშუალებას მისცემდა კომპანიებს, შეენარჩუნებინათ თანამშრომლების 80%”, - აღნიშნულია “ლელოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up