მამუკა ხაზარაძე: „ეს სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილის მიერაა დადგმული და შეიცავს სრულ ფარსს“

მამუკა ხაზარაძე: „ეს სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილის მიერაა დადგმული და შეიცავს სრულ ფარსს“

access_time2019-11-14 13:31:19

პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, მამუკა ხაზარაძე ,,ლელოს’’ სხვა ლიდერებთან ერთად, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.


,,20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საზოგადოების პროტესტის შედეგად, ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირება საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.
ბოლო სამი დღეა, ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირად ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილის მიერაა დადგმული და შეიცავს სრულ ფარსს. ყოველაფერი ეს ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რაც მთავარია, ისევ და ისევ გამოსავლის პოვნის მცდელობას, თუ როგორ შეინარჩუნოს ,,ქართულმა ოცნებამ’’ ძალაუფლება.
მოგიწოდებთ - შეეშვით ამ სპექტაკლს, რომელიც, როგორც ჩანს, მრავალსერიანია. მიიღეთ გადაწყვეტილება, რასაც დაპირდით ქართულ საზოგადოებას. ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რადგან ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად. პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატიული პროცესების განვითარება და მივიღოთ სერიოზული ქაოსი. არამარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ქაოსიც.


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მოგიწოდებთ, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და შეასრულოთ ის დაპირება, რომელიც დიდი ძალისხმევის, პროტესტისა და ადამიანების ჯანმრთელობისა ფასად იქნა მოპოვებული’’
- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


„კომერსანტი“





ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up