მამუკა ხაზარაძე – „ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს“

მამუკა ხაზარაძე – „ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს“

access_time2019-12-22 18:00:12

„ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ქვეყანას სჭირდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რომელიც კვალიფიციური და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი გახდება. ჩვენი მიზანი იქნება უახლოეს წლებში მოვიზიდოთ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ეს რიცხვი რეალურია!“ – ამის შესახებ პარტია ,,ლელო საქართველოსთვის’’ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა.



„ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დღეს აქ, ამ სცენაზე, პოლიტიკური სიტყვის წარმოთქმა მომიწევდა. მედავიბადე თბილისში ინჟინრისა და ექიმის ოჯახშიდა ჩვენი ქალაქის ერთი ძველი უბნის სამოთახიან ბინაში მშობლებთან, დასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი.


დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, სამოქალაქო ომის ტრაგედიამ, ახლადშექმნილი ოჯახის შენახვის, ელემენტარული საჭიროების აუცილებლობამ, და რაც მთავარია, ჩემში თავისუფალი ადამიანის პოვნის სურვილმა 23 წლის ასაკში დამოუკიდებელი საქმის დაწყება გადამაწყვეტინა.ბიზნესის, რომელიც ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მრავალი მარცხის მიუხედავად, ბევრი ადამიანის წარმატებულ საქმეებად ვაქციეთ.



და დღეს 30 წლის შემდეგ ჩემს თანამოაზრეებთან და თანაგუნდელებთან ერთად, თქვენთან ერთად ვიწყებ გაცილებით დიდ და მასშტაბურ საქმეს. რომელიც უკვე ჩვენს ქვეყანას ეძღვნება. ქვეყანას, თავისი უნიკალური ისტორიით, უძველესი კულტურით, მდიდარი რესურსებით, მამაცი და ნიჭიერი ხალხით, უზარმაზარი პოტენციალით, რომელსაც სამწუხაროდ დღემდე ვერ ვიყენებთ.



საქართველო დღეს ღრმა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისშია.



დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას განსაცდელში აგდებს. მას ფაქტობრივად მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც დასაკუთრებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი და მთელი მმართველობითი ვერტიკალი.



ის აფერხებს დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას და საქართველოს შრომისუნარიან მოსახლეობას უცხოეთში სამუშაოდ აგზავნის.



რა არის ჩვენი ხელისუფლების გეგმა?



მარიხუანას მოყვანა?



აზარტული თამაშები?



ეს დაუშვებელია და ასეთი პოლიტიკის შედეგი იქნება - “საქართველო ქართველების გარეშე“



მმართველმა ძალამ სრულად გადაიბარა წინა ხელისუფლების ყველა ის ძირითადი მანკიერება, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგითაც მოვიდა.



უკვე წლებია ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა ორპოლუსიანი სისტემა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ„ლელო“ არის ამის ალტერნატივა და სწორედ „ლელო“ გახდება ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი!



დღევანდელი მმართველი ძალა კარგავს საქართველოს დასავლელი მეგობრების ნდობას და ქვეყანას ჩრდილოეთის ვექტორის მიმართულებით მიაქანებს.



ხელისუფლებაში გამოჩნდნენ ღიად პრორუსული ძალები და ამ უპრინციპო ადამიანებისთვის სულერთია ვინ იქნება მათი ქვეყნის პარტნიორი: ცივილიზებული სამყარო, თუ ქვეყანა, რომელმაც ორასი წლის წინ მოახდინა ჩვენი ანექსია და დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგაც გვებრძვის.



ჩვენს თვალწინ სხვადასხვა ფორმით თავს ესხმიან ქვეყნის სულიერ საყრდენს - მართლმადიდებელ ეკლესიას, რადგან ეკლესია, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია და მისი გავლენა მათ ბევრ რამეში უშლით ხელს.



ყოველივე ამის შედეგად, მივიღეთ მიტაცებული სახელმწიფო, მითვისებული სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ქცეული პროკურატურა, სიღატაკე და ეკონომიკური სტაგნაცია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ემიგრაციის მკვეთრი ზრდა, ბავშვთა შიმშილიანობა, შრომის არაადამიანური პირობები, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების საფუძვლების მოშლა, სიცრუის მანქანის, ტროლების და ბოტების ქარხანა შექმნა, უიმედობა, უპერსპექტივობა, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პრორუსული იდეოლოგიის გაძლიერება....



მეგობრებო, ქართული საზოგადოება კრიტიკულ ზღვარზეა, ჩვენი ქვეყნის განვითარება ჩიხშია შესული და ვითარება ძირეულად არის შესაცვლელი.



დღეს ამ დარბაზში შევიკრიბეთ ადამიანები, ვინც ამას არ შევეგუებით! ვინც ამას შეცვლის!!



ამიტომ ვაფუძნებთ დღეს ჩვენს პარტიას, ვაფუძნებთ პოლიტიკურ გაერთიანებას. ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ ქვეყანას ცვლის ხედვა და სტრატეგია და არა მეზღაპრეების აუხდენელი ოცნებები. „ლელო“ ქმნის ახალ პოლიტიკურ სტანდარტს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქართულ საზოგადოებასთან ერთად არა მხოლოდ დავამარცხებთ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებს, არამედ ახალი ფურცლიდან დავწერთ ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიას, ახალ მოწინავე ფუნქციას შევძენთ საქართველოს და ვაქცევთ მას ძლიერ და წარმატებულ
ქვეყნად არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.



სახელმწიფო მშენებლობის მთავარი მიზანი გახდება ადამიანი - ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე.



ჩვენ გვსურს საქართველო იყოს ბედნიერიადამიანების ქვეყანა. და ეს ბედნიერება არ არის აბსტრაქტული ცნება. ის გაზომვადია.



დღეს გაეროს ქვეყნების ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველო 160 ქვეყანას შორის 119 ე ადგილზეა.



ამ ქვეყნების პირველ ხუთეულშია : დანია, ფინეთი, ისლანდია - ჩვენი ზომის ქვეყნები.



ქვეყნის ბედნიერების ინდექსი იზომება ეკონომიკური, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების დაცვის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და სხვა პარამეტრების ერთობლიობით. შესაბამისად, ნებისმიერი ჩვენი სვლა ამ სიის მოწინავე რიგებისკენ ნიშნავს ყველა ამ მაჩვენებლის მკვეთრ გაუმჯობესებას.



ეს იქნება პირველი ინდიკატორი როგორც ადამიანების კეთილდღეობის რეალური გაუმჯობესების, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით.



ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს.



ქვეყანას სჭირდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რომელიც კვალიფიციური და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი გახდება.



ჩვენი მიზანი იქნება უახლოეს წლებში მოვიზიდოთ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ეს რიცხვი რეალურია!



ჩვენმა ჯგუფმა ბიზნეს სექტორში ბოლო წლების მანძილზე 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. გარწმუნებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით და სწორი პოლიტიკის გატარებით ეს შესაძლებელია! თუ ვიფიქრებთ და ვიმოქმედებთ მასშტაბურად.



აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ბიზნეს ჯგუფმა, მიუხედავად უამრავი სირთულისა და განვლილი უმძიმესი წლებისა 10 ათასი ადამიანის ღირსეულად დასაქმება შეძლო. ჩვენ ვიცით როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები!



რა უნდა გაკეთდეს ამისთვის:



1. ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სრული განახლება. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთიდან მოვახდენთ სასამართლო სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას, ხოლო 6 თვის თავზე განვახორციელებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მასშტაბურ სასამართლო რეფორმას.



საქართველოში, მოკლე ვადაში უნდა მოვიწვიოთ ლონდონის ან სტოკჰოლმის არბიტრაჟის ანალოგიური საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუცია, საერთაშორისო ეკონომიკური დავების გადასაწყვეტად.



2. ქვეყანა უნდა ვაქციოთ რეგიონის ფინანსურ ცენტრად. საქართველოში უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ნიუ იორკის, ჰონგ-კონგის ან ლონდონის ბირჟების მონაწილეობით, სადაც აქტიურად განხორციელდება



ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებითვაჭრობა.



ვფიქრობთ ასეთი ბირჟის გახსნა შესაძლებელია უფუნქციოდ დატოვებული ქუთაისის პარლამენტის შენობაში.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გარშემო კი უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებს ისეთი ტიპის უზარმაზარი კომპანიები , როგორიცაა ამაზონი, ალიბაბა, ფედექსი და სხვა. ისინი ამ წერტილიდან - ფრენის 3 საათის რადიუსში შეძლებენ დაფარონ ნახევარ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზარი.



3. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. დასავლური ორიენტაცია იწყება სახელმწიფოს შიგნით რეფორმებით, პოლიტიკისა და ეკონომიკის რეალური მოდერნიზებით, შიდა პოლიტიკა უნდა იყოს დაფუძნებული დასავლურ სტანდარტზე, ეროვნულ ფასეულობებზე, რათა საქართველო როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი ქვეყანა სრულფასოვნად ჩაეწეროს დიდ ევროპულ ოჯახში.



4. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს! ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ნამდვილად გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურჰაბად მთელს მსოფლიოში.



ანაკლია მოგვცემს საშუალებას მივიღოთ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75%, რომელიც დღეს ქართულ პორტებში ვერ შემოდის. ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა დაასაქმებს ათეულობით ათასადამიანს, როგორც სამეგრელოდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან, და მკვეთრად გაზრდის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. ანაკლია ასევე არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ ქალაქი ანაკლია პირველ ეტაპზე მოიზიდავს 3 მილიარდზე მეტ უცხოურ ინვესტიციას. ეს შეთანხმება საერთაშორისო ბანკებთან უკვე მიღწეულია.ანაკლიის პორტსა და ქალაქს ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ.



5. ჩვენი დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გზაზე პირველი გაჩერება სწორედ ანაკლია იქნება, სადაც ისინი მიიღებენ ღირსეულ სამუშაო ადგილს და საცხოვრებელს. ამასთან მიგვაჩნია, რომ ასეთივე თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან.



აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უმთავრესია აფხაზური და ოსური საზოგადოების შემორიგება, მათი ნდობის დაბრუნება. აფხაზური და ოსური ენის, იდენტობის და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაზე ზრუნვა. რადგან ადამიანების გარეშე არ არსებობს არც ტერიტორია და არც ქვეყანა. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს უნდა გაძლიერდეს მათი ინტეგრაცია და
აქტიური ჩართვა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.



6. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. ჩვენი ქვეყანა ფაქტიურად საომარ მდგომარეობაშია, განუწყვეტლივ მიმდინარეობს მცოცავი ანექსია. თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაგაძლიერდეს თავდაცვის სისტემები, მათ შორის კიბერთავდაცვა და უსაფრთხოება.



საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი, კარგად აღჭურვილი პროფესიული ჯარი,ისეთი, როგორც შვეიცარიას ან ისრაელს.



ქართულ არმიაში სამსახური ყველაზე საამაყო საქმეა.ასევე განსაკუთრებული ყურადღება და დაფასება სჭირდებათ ჩვენს სამხედრო ვეტერანებს.



კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო საგანგებოდ უნდა ზრუნავდეს. დღეს ისინი მიტოვებულნი არიან.



7. ქვეყნის ეფექტური მართვით ჩვენ შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ჩინოვნიკთა ავტოპარკს, გამოთავისუფლებული თანხებით და სხვა რესურსებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში აღარ იარსებებს არცერთი მოშიმშილე ბავშვი და მოხუცი!



8. მე თავად მაქვს გავლილი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესისმშენებლობის გზა და ზუსტად ვიცი როგორ უნდა ხდებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის, სტარტაპებისა და ინოვაციების



განვითარება მსოფლიო საუკეთესო გამოცდილების შესაბამისად. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის რაციონალური დიალოგის შედეგად დადგინდება.



9. ქვეყნის მმართველობის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობების გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. უნდა არსებობდეს თბილისის, ბათუმის, თელავის, ქუთაისის,ზუგდიდის და სხვა ქალაქების ურბანული განვითარების სწორი პოლიტიკა.მნიშვნელოვანია, რომ აჭარისგანვითარებაარა მხოლოდ ტურისტული,არამედ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებითაც ხდებოდეს.



საერთოდ, ქვეყნის ყველა კუთხეს უნდა მიეცეს კლასტერული განვითარების პრიორიტეტები, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული თითოეული რეგიონის აღმშენებლობის სპეციფიკა.



ეს შემიძლია კახეთის მაგალითზე გითხრათ, შემუშავებული გვაქვს კახეთის განვითარების პროგრამა, რომლის ღერძიც იქნება ღვინის კულტურა. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კახეთმა, როგორც საუკეთესო ხარისხის ღვინის მხარემ, მოწინავე ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში ისევე, როგორც ფრანგულმა ბორდომ. წარმოუდგენელია, ქვეყანას ჰქონდეს ორი უნიკალური რამ - 8 ათასწლოვანი ღვინის ისტორია და ქვევრი, როგორც ფენომენი და მისი ექსპორტზე გასაყიდი ერთი ბოთლის საშუალო ფასი იყოს 2 დოლარი და 40 ცენტი. არ შეიძლება ასეთი ქვეყნის ღვინო იყიდებოდეს ლიმონათის ფასად.



10. ასევე დაუშვებელია რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია 7 სახის მიკროკლიმატი, გადაქცეული იყოს იმპორტირებული საკვების მომხმარებელ ქვეყნად. სადაც შემოგვაქვს ათასობით ტონა პომიდორი, ხახვი, ვაშლი, ნიორი...



იმპორტის შემცირება და ექსპორტის განვითარება - იქნება ჩვენი უმთავრესი საპროგრამო ამოცანა. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს წინადადება რომ ყველა ექსპორტზე მომუშავე საწარმოს დაუწესდეს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები.



11. ქვეყანაში უქმადაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასეულ ათასობით ჰექტარი მიწა. ჩვენ ვმუშაობთ საგანგებო პროექტსა და კანონმდებლობაზე, რომელიც დაუმუშავებელ მიწებს სახნავ სათეს ფართობად გადააქცევს . რაც თავის მხრივ განავითარებს ფერმერულ მეურნეობებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.



12. ყველა ამ ინიციატივაში უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭება ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღდგენას, რათა კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენი კულტურა მსოფლიოს. უნდა არსებობდეს თანამედროვე კულტურის განვითარებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.



ჩვენს გვაქვს მისია - რომ საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი კულტურის ახალ მსვლელობას, საფესტივალო, საგამოფენო, ლიტერატურული ცენტრების, ქართული თანამედროვე ხელოვნების შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს მსოფლიო კულტურის საგანძურში.



13. განათლების სისტემის რეფორმამ რეალური შედეგი ვერ მოგვიტანა. ჩვენდა სამარცხვინოდ 77 ქვეყანას შორის საქართველო 74 ე ადგილზეა მოსწავლეთა განათლების დონისა და წაკითხულიდან აზრის გამოტანის მიხედვით. ჩვენი მიზანია სკოლა იყოს დეპოლიტიზებული და დეცენტრალიზებული. უნდა შევქმნათ მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლების სისტემა და მოვამზადოთ საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი ადამიანი. 



ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა აფერხებდეს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალგაზრდას უნდა შეეძლოს ასევე წარმატებით დასაქმება. უნდა შეიქმნას საგანგებო სახელმწიფო ფონდი, სახელად „ეროვნული კაპიტალი“, რომელიც გამოავლენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, წაახალისებს უნარიან პედაგოგებს. სწორედ ეს ძალა უნდა იყოს ქართული განათლების სისტემის საყრდენი და ავანგარდი.



14. დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ექსპორტი, სამწუხაროდ, არის ადამიანი, ჩვენი შრომითი და ინტელექტუალური რესურსი. ეს უნდა დასრულდეს! ემიგრანტების დაბრუნება ჩვენი ხედვისა და პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიზანია. ის თუ რამდენი ემიგრანტი დაბრუნდება სამშობლოში იქნება ერთგვარი ინდიკატორი იმპოლიტიკის წარმატებისა, რომელსაც გავატარებთ.



15. სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა - ეს იქნება ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის წარმატების მთავარი ნიშნული. ხარისხიანი ჯანდაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა, დაავადებების პრევენცია, ფარმაცევტული ბაზრის დემონოპოლიზაცია, - ეს ყველაფერი მოემსახურება იმას, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაგაიზარდოს და ჩვენ მივუახლოვდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ პარამეტრით წინა რიგებში არიან. ამავე დროს, საქართველო უნდა ვაქციოთ სამედიცინო ტურიზმის ქვეყნად.



16. ენერგოდამოუკიდებლობა და სუფთა ენერგიის წარმოება, მწვანე განვითარება, სუფთა ჰაერი, ეკოლოგია, ბიოწარმოება და ორგანული სოფლის მეურნეობა, ხარისხიანი საკვები , სწორი ურბანული განვითარება... წარმოებულია და მოყვანილია საქართველოში უნდა იყოს მსოფლიო სტანდარტის ხარისხის ნიშანი.



17. და რაღა თქმა უნდა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა. ჩვენი კლებადი ერი უნდა იქცეს მზარდ ერად და მისი საფუძველი ოჯახის კეთილდღეობა, ბავშვებზე განსაკუთრებული ზრუნვა, ახალი თაობის დაცული და უსაფრთხო მომავალი უნდა
გახდეს.



ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ჩვენს უკვე გაჟღერებილ მიზანს - საქართველოს გაეროს ბედნიერების ინდექსის მოწინავე რიგებში გაყვანას. ყველა ეს პარამეტრი ერთად შექმნის ბედნიერ ქვეყანას, ბედნიერ და რეალიზებულ ადამიანს და უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას.



მეგობრებო, 28 წლის წინ 22 დეკემბერს თბილისში ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. სწორედ ამ დღეს მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია. ქართველმა ქართველს ესროლა. 28 წელია ჩვენ ვერ ჩამოვირეცხეთ ეს სირცხვილი. ვერ გამოვედით ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც კვლავ გრძელდება საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ფრაგმენტაცია.



დღეს 2019 წლის 22 დეკემბერს „ლელო“ მოუწოდებს სრულიად საქართველოს მონანიებისკენ, შემრიგებლობისკენ, გაერთიანებისკენ!
ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს სრული გაერთიანება თავის ისტორიულ საზღვრებში და ამის აუცილებელი პირობა,პირველ რიგში, სწორედ ქართული საზოგადოების გაერთიანებაა. ამაზე დიდი ეროვნული მისია ჩვენ არ გაგვაჩნია. და ამ მიზნის შესრულებისკენ მიმავალ გზაზე საჭიროა ერთად ავაშენოთ:



ქვეყანა, სადაც უზენაესია კანონი და მოქმედებს საერთაშორისო სასამართლო არბიტრაჟი.
ქვეყანა, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრი.
ქვეყანა, როგორც კავკასიის მთავარი კარიბჭე.
ქვეყანა, როგორც ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.
ქვეყანა, რომელიც არის ერთიანი და ჰყავს ძლიერი, პროფესიული არმია.
ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ეფექტური და მცირე მთავრობა.
ქვეყანა, სადაც არ შიმშილობენ ბავშვები და მოხუცები.
ქვეყანა, სადაც ბრუნდებიან ემიგრანტები.
ქვეყანა, სადაც განათლებული ადამიანი ეროვნული კაპიტალია.
ქვეყანა, სადაც მიწა მუშავდება და იქმნება კლასტერული ფერმერული მეურნეობები.
ქვეყანა, სადაც დაცულია ეროვნული მემკვიდრეობა, ვითარდება ინოვაციები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.
ქვეყანა, რომელსაც ხარისხის ნიშანი აქვს, სადაც ორგანულია საკვები და სუფთაა ჰაერი.
ქვეყანა, სადაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა უმთავრესი მიზანია
ქვეყანა, სადაც ადამიანი არის უმთავრესი ღირებულება, სადაც ადამიანი არის ბედნიერი, ღირსეულად დასაქმებული, ჯანმრთელი, დაცული, თავისუფალი. ლელოერთობაშია! ერთად დავდოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების ლელო..“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.






6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე
access_time2020-04-07 10:00:59
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნესს და ეკონომიკას იმიტომ, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში, როგორც წესი ნაღდი ფულის ნაკლებობაა.  ბაზრები შემცირებულია და დიდი ალბათობით რეცესია იქნება. იმედია, რომ დიდი ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება.“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებისთვის სესხის გადაზღვევის ინიციატივის შეფასებისას...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...


მსგავსი სიახლეები

up