მამუკა ხაზარაძე: ძალიან ბევრი სამინისტრო აბსოლუტურად ზედმეტია

მამუკა ხაზარაძე: ძალიან ბევრი სამინისტრო აბსოლუტურად ზედმეტია

access_time2016-06-21 13:00:00

მთავრობამ გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს უნდა გადახედოს – ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „ჯიდიესის“ ეთერში გამოსვლისას განაცხადა. 


მან ისაუბრა იმ პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას სხვადასხვა დარგში აქვს.


“გვაქვს დიდი ინტელექტუალური პოტენციალი. მარტო ამერიკაში, 200-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი ექიმი მუშაობს. ამას დავამატოთ გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ექიმები და შეიძლება, ჩვენ პაციენტები თურქეთში, ავსტრიასა და ისრაელში გავუშვათ?! ან ყოველწლიურად 18 ათასი ონკოლოგიური ავადმყოფი გვყავდეს? მთავრობამ უნდა თქვას, რომ არ შეიძლება, ჩვენს შვილებს დაბინძურებული ჰაერი ვასუნთქოთ და ძველი მანქანების მეპატრონეებისგან  თუ სხვებისგან როგორი რეაქციაც არ უნდა იყოს, მთავრობამ რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, - განაცხადა ხაზარაძემ.


მისი თქმით, საქართველოს ირგვლივ ძალიან კონკურენტუნარიანი გარემოა და გულხელდაკრეფილი არავინ არის. ამიტომ, მთავრობამ გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს უნდა გადახედოს. 

 

„ჩემი აზრით, ძალიან ბევრი სამინისტრო აბსოლუტურად ზედმეტია და აპარატის შემცირებაა საჭირო. ასეთ პატარა ქვეყანას სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოები სჭირდება. დღევანდელ შეხვედრაზე ყველანი კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და თუ შენს გარშემო ხალხი ბედნიერი არაა, არაფერს, არც ფულს, არც თანამდებობას ფასი არ აქვს. არ შეიძლება, ჩაკეტილ ეზოში ბედნიერი იყო, თუ შენი სამეზობლო, სანათესაო და მთლიანად ხალხი ბედნიერი არაა”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გუშინ „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით. კონფერენციის სახელწოდება იყო „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები.” 


 

ხაზარაძემ საკუთარი კომპანიის პროექტებზეც ისაუბრა.

 

“დაიძრა ის საკითხები, რომლებიც ჩვენმა კომპანიამ დავაყენეთ. ჩვენი ჯგუფი ახორციელებს კოხტა-მიტარბის დიდი საერთაშორისო კურორტის მშენებლობას, რომელიც 2,5 წელიწადში დამთავრდება და, რომელიც ევროპული სტანდარტის და მსოფლიო დონის იქნება.  2 წელიწადში ჩვენი მხარე 100 მილიონის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ცალკეა ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფომ უკვე განახორციელა”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მისი თქმით, მეორე გრანდიოზული პროექტი არის ანაკლიის პორტის განვითარება.

 

“საუბარი არაა მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე , საუბარია დიდ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაზე, ახალი საფინანსო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც ათასობით ინვესტორს მოიზიდავს. ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის შემოტრიალება. გარდა ამისა, „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე სწორედ ბოლო 2 წლის წინ გავიდა და ქვეყანაში 300 მილიონი დოლარი შემოიტანა. უახლოეს ხანში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობას დავიწყებთ, სადაც ამერიკაში მოღვაწე 25 ქართველი ექიმი იმუშავებს”, - განაცხადა ხაზარაძემ.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს სერიოზული პოტენციალი, რეგიონის ფინანსური ცენტრი გახდეს, რადგან ჩვენნაირი გამართული და საერთაშორისო სტანდარტების ბანკები რეგიონში არავის არ აქვს.

 

“ჩვენ შეგვიძლია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჰაბი ვიყოთ და ანაკლიის პროექტი სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ რეალურ კარიბჭედ ვიქცეთ. შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზში დიდი კომპანიები პორტებს ყიდულობენ და მიდის გზების გადანაწილება. ჩვენ ამ პროცესს არ უნდა ჩამოვრჩეთ და უახლოეს ხანში განაცხადი უნდა გავაკეთოთ, რომ აზია-ევროპას შორის  უახლოესი დამაკავშირებელი ცენტრი ვართ”, - განაცხადა  “თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტმა.




გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up