მამუკა ხაზარაძე - დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება!

მამუკა ხაზარაძე - დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება!

access_time2021-06-25 13:10:00

დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება! - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიზნესს სერიოზული ეკონომიკური რეფორმა სჭირდება.


მამუკა ხაზარაძემ გიორგი ვაშაძეს შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხზე ერთობლივად იმუშაონ.


„აქ გაიჟღერა, რომ კარგად იმართა პანდემია და ნასესხები ფული კარგად იქნა დარიგებული, თითქოს შვება იგრძნო ხალხმა. ეს იყო ყველაზე ცუდი მენეჯმენტი რაც შეიძლება ფინანსებთან დაკავშირებით ვინმემ ნახოს. არანაირი სტიმული ამას ადამიანებისთვის არ მიუცია გარდა იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, 200 ლარით გაგეჩუმებინათ ამბოხებული და გაჩერებული ეკონომიკის მონაწილეები.



რაც შეეხება ბატონი გიორგის ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა ბიუჯეტი, ძირითადად სულ მიდის ამ პატარა ბიუჯეტის „პატარა ტორტის“ გადანაწილება და სულ იმაზეა საუბარი ეს პატარა, ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი როგორ დავანაწილოთ. არავინ არ ლაპარაკობს როგორ გავზარდოთ ეს ბიუჯეტი და როგორ შევქმნათ „დიდი ტორტი“.


ასეთი დამოკიდებულება ერთის მხრივ კრიზისის დროს კარგია, მაგრამ თუ ამას ეკონომიკური დასაბუთება არ აქვს რა რესურსით ვაფინანსებთ ამას? ვისესხოთ ფული დავაფინანსოთ ერთი სექტორი ბიზნესის. დავაფინანსოთ ის ბიზნესი, რომელიც დღეს ამუშავდა. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ბიზნესს საჩუქარი არ სჭირდება. ბიზნესს სხვა რაღაც სჭირდება, სერიოზული ეკონომიკური რეფორმა და თავის თავს თვითონ მიხედავს. ამიტომ 200 ლარს, რომ ეკონომიას გააკეთებს თავისი თანამშრომლის ხელფასზე პირდაპირ გეუბნებით, რომ ამას სჯობია სხვა რაღაც გავაკეთოთ 200 მილიონად ისეთი რამ გავაკეთოთ, რომ ადამიანებს 750 ლარი კი არ ქონდეთ ხელფასი არამედ, 1500 ლარი.


მე გთავაზობთ ბატონო გიორგი, თქვენ ასევე პრობიზნესური პარტია ხართ, გთავაზობთ სხვა გამოსავალს, რომ თუ გვინდა ეს ტორტი გავზარდოთ და შემოსავალი გავზარდოთ, გამოსავალი არის, რომ საშემოსავლო გადასახადი მთლიანად ქვეყანაში იქნას დაწეული. თუ ჩვენ საშემოსავლო გადასახადს 20 პროცენტით დავწევთ და ეს უკვე მსჯელობის საგანია 15-დან 18%-მდე, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ქვეყანა მიიღებს მშპ-ს დანამატს და შემოსავალს ქვეყნის ბიუჯეტში.


მე მზად ვარ ამ პროექტში თქვენთან ერთად სერიოზული შრომა გავწიო, თუნდაც დაჩქარებული წესით, მთავრობასაც ვუთხრათ, რომ ეს არის გამოსავალი, თუ 15%-მდე დავწევთ საშემოსავლო გადასახადს გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან ბევრი ჩრდილი, რომელიც დღეს ეკონომიკაშია გათეთრდება და საბოლოო ჯამში დიდ შემოსავალს მივიღებთ ბიუჯეტში. ნება მიბოძეთ, რომ ამ წინადადებაზე თავი შევიკავო რადგან ვერ ვხედავ ეფექტს, თუ რა ეფექტი ექნება ეკონომიკისთვის და კონკრეტული იმ ბიზნესისთვის რომლისთვისაც ეს არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up