მამუკა ხაზარაძე - „ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს  +1 ადამიანი“

მამუკა ხაზარაძე - „ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი“

access_time2020-10-30 22:30:31

„ჩვენს 250 000 რეგისტრირებულ მხარდამჭერს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიყვანოს +1 ადამიანი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი დემოკრატიული ცვლილება, რომელსაც ახალი ძალა ჩაუდგება სათავეში“ - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. 


მისივე განცხადებით, სიღარიბე, ტყუილი და უსამართლობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, ქვეყანაში არჩევნების შედეგად უნდა დასრულდეს.


„ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი გუნდის შეკრება და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რამაც შექმნა „ლელო" და ეს არის ჩვენი სიძლიერე. ჩვენი გუნდი დღე და ღამე მუშაობს დაუღალავად იმისათვის, რომ სერიოზული შედეგი დავდოთ ხვალ. გუნდს არცერთი მიმართულებით არ გაუჩერებია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ათ დღეზე მეტია, კოვიდს ვებრძვი და ამის გამო იზოლაციაში ვარ, არც ერთი წუთით არ ჩამოვშორებივარ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩართული ვარ ყველა სამუშაოსა თუ მიმდინარე პროცესებში. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ შევქმენით სრულიად ახლებური, ევროპული, ძლიერი პარტია და დღეს გვყავს 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, შეკრული გუნდი, აღჭურვილი „ახალი მარშალის გეგმით“ და მიზანმიმართულად მივდივართ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


„ლელოს“ თავმჯდომარის განმარტებით, ხვალინდელ არჩევნებს ქვეყნის განვითარების სტრატეგიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლის შეცვლაშიც არჩევნებში მონაწილე თითოეული ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.



„მინდა, მოვუწოდო მთელს მოსახლეობას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ქვეყანა არის თითოეული თქვენგანის და თქვენ შეცვლით მის ხვალინდელ დღეს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანით. ეს მოხდება, რადგან არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ტყუილზე იქნება დაფუძნებული. ჩვენ ტოტალურ ტყუილში მცხოვრებ საზოგადოებად ჩამოგვაყალიბეს ბოლო 8 წლის განმავლობაში, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ განწირულია წასასვლელად. ხელისუფლებაში კი უნდა მოვიდეს ახალი ძალა „ლელოს“ სახით,“ - განაცხადა ხაზარაძემ.


ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up