მამუკა ხაზარაძე - „ჩვენ - რიგითი ადამიანები და არა სისტემა, ვქმნით ქვეყანას! სწორედ  ჩვენ ვართ სახელმწიფო! მხოლოდ ჩვენ გვაქვს ძალა. და სწორედ ჩვენ - მე, შენ, ის დავძრავთ საქართველოს“

მამუკა ხაზარაძე - „ჩვენ - რიგითი ადამიანები და არა სისტემა, ვქმნით ქვეყანას! სწორედ ჩვენ ვართ სახელმწიფო! მხოლოდ ჩვენ გვაქვს ძალა. და სწორედ ჩვენ - მე, შენ, ის დავძრავთ საქართველოს“

access_time2020-10-28 19:44:09

„ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გამართა. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ღონისძიებას, რამდენიმე ათასი მხარდამჭერი დაესწრო, მათ შორის რეგიონიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეს პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა იყო, რომელსაც პარტიის ლიდერები უძღვებოდნენ.



ღონისძიების მსვლელობას დისტანციურად ჩაერთო და დამსწრეებს სიტყვით მიმართა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. რომელმაც მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდა და „ლელოს“ შემაჯამებელ აქციაზე დასწრებისათვის და პარტიის გულშემატკივრობისათვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.



მამუკა ხაზარაძის განცხადებით „ლელოს“ გზა არ გადის სიძულვილსა და აგრესიაზე, რადგან „ლელო“ არ ებრძვის ცალკეულ პიროვნებებს. „ლელოს“ არ სურს რევანში. ჩვენი მტერი არ არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი. ჩვენი მტერი მის მიერ შექმნილი მძიმე რეალობაა.




„ჩვენი მტერი უმუშევრობა და ინფლაციაა, ჩვენი მტერი ბავშვთა შიმშილიანობაა, ნაგვის ურნებში სარჩოს მაძიებელი მოხუცების ყოფაა, ჩვენი მტერი განმუხურსა თუ ერგნეთთან გავლებული მავთულხლართებია. ჩვენი მტერი გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტებია, ჩვენი მტერი მზარდი კრიმინალი და კორუფციაა. შენ შეგიძლია ამ მტრის დამარცხება ლელოს ახალი, ძლიერი, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანების გუნდთან ერთად. ლელოს ახალი მარშალის გეგმით, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამით. ჩვენ ერთად შევძლებთ ოთხ წელიწადში სრულიად შევცვალოთ ქვეყანა, ერთად შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი საშუალო ფენა, გავაორმაგოთ ეკონომიკა, დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, მივცეთ ადამიანებს საუკეთესო სასამართლო, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემა, დავუბრუნოთ მათ ღირსება და კეთილდღეობა. ერთად გავიმარჯვოთ! მე მინდა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ შენ მთავარი ადამიანი ხარ, რომელსაც აქვს პატივი იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე , ჰქონდეს საარჩევნო ხმის უფლება. ხმის, რომელიც ახლა ყველაზე ძვირად ფასობს, რადგან სწორედ შენს ერთ ხმას შეუძლია გადაწყვიტოს შენი ქვეყნის ბედი. შენს ხმას შეუძლია განსაზღვროს შენი მომავალიც და ისიც, თუ სად ვიქნებით ჩვენ ხვალ - დავრჩებით ღატაკ და გაჩერებულ ქვეყანაში თუ დავძრავთ მას და ავირჩევთ თავისუფლების, პროგრესის და განვითარების გზას! შენ 31 ოქტომბერს თავად ხარ შენი მომავლის მჭედელი. შენი ოჯახის, შვილების თუ ახლობლების ცხოვრების განმსაზღვრელი! მოდი არჩევნებზე, მაგრამ არ მოხვიდე მარტო. აუცილებლად წამოიყვანე კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე სურს ცვლილებები ამ ქვეყანაში. ხმა მიეცი 56 - ს! აირჩიე ლელო! ვისაც ნამდვილად შეუძლია შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. სამართლიანი გარემოს დამკვიდრება, ადამიანების დასაქმება, სიღარიბის დამარცხება, შენი მხარის, კუთხის, სოფლის, ქალაქის განვითარება, ჩვენი ქვეყნის ძლიერ სახელმწიფოდ ქცევა,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



„ლელოს“ თავმჯდომარემ ყველა იმ ადამიანს მიმართა, ვისაც უკვე გამოკვეთილი აქვს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მას, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა 31 ოქტომბერს. მას, ვინც ხელისუფლების შიშის ქვეშაა და მასაც, ვისაც დაკარგული აქვს იმედი და ფიქრობს, რომ არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. 31 ოქტომბერს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდით რათა ერთად გავიმარჯვოთ! მოდი ერთად დავძრათ საქართველო.



„ვწუხვარ, რომ დღეს, არ მაქვს საშუალება, ვიდგე თქვენს გვერდით, რადგან საქართველოს ათასობით მოქალაქის მსგავსად კოვიდს ვებრძვი. მიუხედავად ამისა, სრულად და აქტიურად ვარ ჩართული ყველა პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ამ უძრაობას დაასრულებს და „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს. მე, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მოგმართავ შენ, ჩემო მეგობარო. მოგმართავ ერთ რიგით ამომრჩეველს, რომელიც აქ და ახლა, ამ ისტორიული გზის გასაყარზე, უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგახარ. შენ კარგად იცი რა რთული გზა გამოიარა საქართველომ. რამდენი პრობლემა შეხვდა ჩვენს ახალგაზრდა, 29 წლის რესპუბლიკას, რა ენერგია და რესურსი შეიწირა შიდა კონფლიქტებმა, ომებმა, პოლიტიკურმა უთანხმოებებმა. როგორ დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანები. როგორ დავკარგეთ და კინკლაობას გადავაყოლეთ ის ძვირფასი დრო, რომელიც ქვეყნის განვითარებას, რეფორმებს, ტექნოლოგიურ რევოლუციას, ახალი პროექტების მშენებლობას, ადამიანების ბედნიერი და დაცული ცხოვრების შექმნას უნდა მოხმარებოდა. დღეს სწორედ ამ პოლიტიკის გამო ჩვენი ქვეყანა ისევ მძიმე რეალობის წინაშე დგას. ისევ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ისევ მწვავედ გვიდგას თავისუფლების და ღირსების არჩევანი. არჩევანი ქვეყნის დასავლურ კურსსა თუ რუსულ ორიენტაციას შორის. კიდევ სუსტია ჩვენი დემოკრატია და ჩამოშლის პირასაა სახელმწიფო ინსტიტუტები, რეკორდულ ზღვარს ქვემოთაა სიღატაკე და უმუშევრობა, ხდება ეროვნული ვალუტის გაუფასურება, იზრდება ემიგრაცია, არ ჩერდება ბორდერიზაცია, მძაფრდება უიმედობა და ხვალინდელი დღის შიში.  ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძველ, წარსულ ხელისუფლებაზე, რომელიც აღარ უნდა დაბრუნდეს. ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ უარი ახლანდელ ხელისუფლებაზე, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა და ავირჩიოთ ახალი ძალა, ალტერნატიული ძალა. სწორედ ლელოა ერთადერთი ალტერნატივა. პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენს მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი პარტია არის სახალხო ძალა თავისი კონკრეტული გეგმით და მომავლის სწორი ხედვით,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



NS 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up