მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

access_time2020-10-23 22:11:46

მამუკა ხაზარაძე ქუთაისში ღონისძიებას ონლაინ ჩაერთო და განაცხადა, რომ პარტია საქართველოს გამარჯვებისკენ ახალ სვლას „ლელოსთან“ ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით იწყებს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„რამდენიმე დღეში ჩვენი თანაგუნდელებისთვის გამოვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ გეგმას, გამარჯვების ფორმულას, თუ როგორ უნდა გავხდეთ მთავარი ოპოზიციური ძალა არჩევნებამდე, როგორ მოვიგოთ ეს არჩევნები და და როგორ მოვახდინოთ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მთავრობის ფორმირებას მოახდენს „ლელო“ და განახორციელებს „მარშალის გეგმას,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



მისი თქმით, არჩევნების გამარჯვების შემდეგ ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს, რაც ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ წარსულ პოლიტიკაზე, ძველ სახეებზე. "ლელოს" თავმჯდომარის თქმით, პარტია მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება და ის ქვეყნის რეკონსტრუქციას პირველივე დღიდან დაიწყებს.




"ჩვენ 8 თვეში შევქმენით ყველაზე დიდი პარტია, ახალგაზრდული, პროფესიონალთა გუნდი, 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი პროგრამა, რომლის მსგავსი არ დაწერილა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში ქვეყანაში შექმნის ძლიერ საშუალო ფენას და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება წელში. ვიწყებთ ახალ სვლას საქართველოს გამარჯვებისკენ, „ლელოსთან“ ერთად, ახალი სახეებით, ახალი იდეებით და პროგრამით. ახალ ცხოვრებას ახალი საწყისით 31 ოქტომბრიდან დავიწყებთ.



მინდა, ქუთაისიდან, ამ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქიდან, საქართველოს შუაგულიდან მივმართო ყველას - რომ არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რათა ჩვენი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ეს ჩვენი შანსია, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს მიზიდულობის ცენტრი კულტურული თუ ფინანსური თვალსაზრისით და იქცეს რეგიონში წამყვან ძალად.



ქუთაისისთვის გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრამა ჩვენი „მარშალის გეგმის“ მიხედვით. ქუთაისი გადაიქცევა ლოჯისტიკის, საჰაერო, სავაჭრო, ფინანსურ ეპიცენტრად და ამისათვის ყველაფერი გამზადებულია. ანაკლიის პროექტი იქნება ორგანულ კავშირში ქუთაისთან და ეს ორი ძარღვი იქნება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამამუშავებელი ძალა,“-განაცხადა ხაზარაძემ.


NS 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up