მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

access_time2019-11-14 21:45:32

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“.


მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა ჩამოვყალიბდით, როგორც კრიზის მენეჯერები იმიტომ, რომ საქართველოში არ გვახსოვს მდგომარეობა, როცა ნორმალური განვითარების საშუალება მიეცა ქვეყანას.


ამიტომ დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით, სწორი პროგრამით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, გამოვიყვანოთ არჩევნებით, გავისტუმროთ ესენი სახლში. მოვიყვანოთ ნიჭიერი, პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც შექმნიან გამარჯვებულ ქვეყანას, წელში გამართულ ქვეყანას. მე მინდა მოგიწოდოთ ერთიანობისკენ.


სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ბოლო შანსი, რომ საქართველომ გაარღვიოს ეს ჩაკეტილი წრე, გაარღვიოს უიმედობა, ნიჰილიზმი, რომელიც თავზე მოგვახვიეს და ეს საშინელი სიტყვა, გვეშველება რამე? უნდა ამოვაგდოთ ლექსიკონიდან, უნდა გამოვიდეთ გარეთ და ერთმანეთს ვუთხრათ, დიახ, ჩვენ გვეშველება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დიდი ერი, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა და ჩვენ მსოფლიოში დღესაც კონტრიბუციას ვაყენებთ ჩვენი კულტურით და მეობით. ამიტომ ერთად დავდგეთ არ დავთმოთ არაფერი, დემოკრატია არის ჩვენი მონაპოვარი , თავისუფლება აქ მოიპოვა ხალხმა და ამას არ დავთმობთ არასდროს “ - განაცხადა ხაზარაძემ.



მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს სპექტაკლი ჩაატარა. ,ერთ-ერთმა ყველაზე მატყუარა, ცბიერმა კაცმა, რომელიც მე ცხოვრებაში შემხვედრია, თავისი პარტიის დამქაშებთან ერთად დღეს ჩაგვიტარა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიმართულება შეუცვალა ჩრდილოეთისკენ. ფიალა ავსებულია, ჩვენ არ დავიხევთ უკან


როგორც ხაზარაძემ განაცხადა, არ ეგონა, თუ ისეთ პარტიებთან გამართავდა კონსულტაციებს, რომლებიც მისგან იდეოლოგიურად შორს არიან, თუმცა ხაზარაძის თქმით, არსებობს ზეპარტიული ინტერესები, როგორიცაა ოკუპაცია, დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები.


„ 20 ივნისი იყო ის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა თავისი გამბედაობით, თავისუფლებისადმი მისწრაფებით, ღირსებით გაგვახსენეს, რომ ეს სამშობლო არ შეიძლება იყოს იმ მდგომარეობაში , როცა მმართველი პარტიის ხელშეწყობით ჩვენი დამპყრობლის წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სკამში ჯდება. სწორედ ის დღე იყო, როდესაც ახალგაზრდებმა დაგვანახეს, რომ თურმე თავისუფლებას დაცვა სჭირდება, დაგვანახეს, რომ თურმე სიყალბეში ვცხოვრობთ და სწორედ აქ დაღვრილი სისხლის გამო საქართველოს გადმოუგდეს ეს პროპორციული არჩევნების შესაძლებლობა, იმიტომ რომ სხვა შანსი არ ჰქონდათ, თუმცა აქ მთავარი მოქმედი პირი, ახლა პრემიერ-მინისტრია.


მე აქ მოვედი მაშინაც და ახლაც, რომ პირველ რიგში ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც გამოგვაფხიზლეს გვერდით დავუდგე, დავუდგე გვერდში იმ არჩევანს, რომელსაც საქართველოს უკარგავენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.


ხაზარაძის თქმით, დაქსაქსული საქართველო, ქაოსი აწყობს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ მათ უნდათ ძალაუფლების, თავისი ადგილების შენარჩუნება.



კომერსანტი 




ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა
access_time2019-12-06 13:30:01
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. „ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო...


მსგავსი სიახლეები

up