მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება დანაშაულია, მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენს საუკუნის დანაშაულს

მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება დანაშაულია, მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენს საუკუნის დანაშაულს

access_time2020-04-10 12:15:41

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, ანაკლიის პორტის მშენებლობის გარდა, ანაკლიის თავისუფალ ზონასა და ინდუსტრიულ ქალაქს ავითარებდა პორტის უკან მიმდებარე 600 ჰექტარ მიწაზე. მისივე ინფორმაციით, პროექტის განვითარებაში ჩართული იყო იაპონიის მთავრობა, რომელმაც შარშან გამოყო გრანტი და პროექტის გენგეგმის, ბიზნეს გეგმის და კონცეფციის შემუშავება ერთ-ერთ ცნობილ იაპონურ კომპანიას დაავალა.


ხაზარაძის განცხადებით, ეს გეგმა ითვალისწინებდა იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას. მისივე თქმით, მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება კი ამას შეუძლებელს ხდის.



„იაპონიის მთავრობამ 2 მლრდ დოლარი გამოყო იმ იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთში საქმიანობდნენ და მათი წარმოებების სხვა ლოკაციებზე გადატანა განიზრახა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი - ADC, გარდა ანაკლიის პორტის მშენებლობისა, ავითარებდა ანაკლიის თავისუფალ ზონას და ინდუსტრიულ ქალაქს პორტის უკან მიმდებარე 600 ჰექტარ მიწაზე. პროექტის განვითარებაში ჩართულია იაპონიის მთავრობა - კერძოდ, იაპონიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის სამინისტრო, რომელმაც შარშან გამოჰყო გრანტი და ამ პროექტის გენ გეგმის, ბიზნეს გეგმის და კონცეფციის შემუშავება დაავალა ერთ-ერთ უცნობილეს იაპონურ კომპანიას Nippon KOEI - Japan’s #1 international Engineering company. ეს გეგმა ითვალისწინებდა და ითვალისწინებს იაპონური კომპანიებისა და მათი წარმოებების ანაკლია სიტიში გადმოტანას, მთავრობის მიერ ანაკლიის პროექტის გაჩერება კი ამას შეუძლებელს ხდის. როგორც არაერთხელ მითქვამს, კრიზისი ქმნის ახალ და, ხშირ შემთხვევაში, უნიკალურ შესაძლებლობას. იაპონიის მთავრობის დღევანდელი განცხადება სწორედ ამ შესაძლებლობის განხორციელებას ხდის რეალურს, რათა ანაკლია გახდეს არა მარტო კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში, არამედ იაპონური წარმოების ეპიცენტრი და ჰაბი, რომელიც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება არის დანაშაული. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენს საუკუნის დანაშაულს. ნუ გავუშვებთ ამ შანსს, ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია არის ჩვენი ეკონომიკის აღორძინების ათვლის წერტილი და ლოკომოტივი’’, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up