მამუკა ხაზარაძე აკაკი ზოიძის ინიციატივაზე - ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის

მამუკა ხაზარაძე აკაკი ზოიძის ინიციატივაზე - ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის

access_time2019-11-24 14:41:55

ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის,- ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძისინიციატივის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი პარლამენტში საკითხის თავიდან ინიცირებაა.

"ვფიქრობ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. რა ფორმით იქნება ეს მეორე საკითხია. მთავარია, რომ ტექნიკურად შესაძლებელია, რომ დავუბრუნდეთ პროპორციული არჩევნების სისტემას და ამის გაკეთება არის შესაძლებელი. თავიდან უნდა მოხდეს საკითხის ინიცირება პარლამენტში და ქვეყანა დაადგეს ნორმალური განვითარების გზას. ამას სჭირდება ნება. მგონი, ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის. დანარჩენი, შიდა ინიციატივები მათი საქმეა,"- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აკაკი ზოიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს. მისი განცხადებით, თუ რეფერენდუმის ან პლებისციტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ ის თავის ადგილს ხედავს, გავიდეს ხალხში და ჩაუდგეს კამპანიას სათავეში, რათა დაარწმუნოს ყველა ადამიანი - პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი.



IPN 

თეგები:
ხაზარაძე



„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
access_time2021-05-07 19:26:49
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. „ვაქცინები რჩება სასიცოცხლო მნიშვნელობის იარაღად, თუმცა ახლა პანდემიის დასასრულებლად ვაქცინის მოცულობა, დისტრიბუცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების თანმიმდევრული და...

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს
access_time2021-05-07 17:50:48
თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელიც ბაქოში 7-დან 9 მაისამდე იქნება გამოფენილი, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს გადასცეს. მოგვიანებით კი EURO 2020-ის ჯილდო ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიიტანეს. სპეციალური ფოტოსესია მოეწყო გობუსტანის სახელმწიფო...

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO

ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაიწყო - BEKO
access_time2021-05-08 14:00:42
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საქართველოში ტექნიკის ბაზრის შემცირების პროცესი დაწყებულია. მისი განცხადებით, შედარებით მცირე და საშუალო კომპანიები ბაზრიდან გადიან, საბოლოოდ, კი ბაზარზე ფინანსურად ძლიერი 5-6 კომპანია დარჩება. „ოპერირებას გააგრძელებს ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორები არიან. 2020 წელს ტექნიკის ბაზარი...

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

7 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-07 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 7 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 7 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 8 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-07 21:00:24
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო პორტფელებსაც შეექმნას“ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების...


მსგავსი სიახლეები

up