მამუკა წოწერია: ზუგდიდი არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან

მამუკა წოწერია: ზუგდიდი არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან

access_time2021-10-09 17:13:22

ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ზუგდიდში არსებული მოვლენები ბრიფინგზე შეაფასა. როგორც მერობის კანდიდიატი აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა" მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის გამო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საოლქო კომისიის წევრებზე და ზუგდიდში ცდილობს მოვლენების ესკალაციას.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი სახე, რომელმაც განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეტევა  საოლქო საარჩევნო კომისიისა და მისი წევრების მიმართ. დაზიანებულია საარჩევნო კომისიის ინვენტარი. რა თქმა უნდა მათი აგრესია გამოწვეულია იმ შედეგიდან, რომელიც დადგა გუშინ მე-11 საოლქო საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად. აქვე აღსანიშნავია, რომ გაბათილებული ბიულეტენების გადათვლის პროცედურა  ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით. ესწრებოდა მას თექვსმეტივე კომისიის წევრი, აქედან 13-მა მხარი დაუჭირა გადათვლის პროცესის დაწყებას, მათ შორის  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა და მხოლოდ და მხოლოდ სამმა - ნაციონალური მოძრაობიდან, ლელოდან და ევროპული საქართველოდან არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ გადათვლის შედეგად ოპოზიციურმა პარტიებსაც დაუფიქსირდათ მათ სასარგებლოდ შედეგები. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც მათ საზიანოდ უკვე წამოვიდა კონკრეტული და რეალური ხმები, რომელიც იყო ყუთში და რომელიც აფიქსირებდა ნებას ჩვენი ამომრჩევლის ეს გახლდათ მათი გაღიზიანებისა და პროტესტის მიზეზი" - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატის განმარტებით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამთ, არ დაუფიქსირებიათ არც კონვერტის ან ლუქის დარღვევაზე პრეტენზია და რეალურად დებოში მას შემდეგ ატეხეს, რაც ნახეს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის" ხმები კონვერტიდან არ ამოდიოდა:

„არცერთ მათგანს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებადმე ერთი პრეტენზიაც არ გამოუთქავამს, რომ კონვერტი იყო დარღვეული ან ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. როგორც მოგეხსენებათ ამ პროცესს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე, სადამკვირვებლო მისიით არიან და არც მათგან ყოფილა რაიმე ეჭვი ან პრეტენზია დაფიქსირებული ხმის გადათვლის  პროცედურებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ „ქართული ოცნებისთვის„ მთავარია ამომრჩევლის ნება და ჩვენ დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის" არ აქვს მნიშვნელობა თუ რა აზრი გამოხატა, რა ნება დააფიქსირა ჩვენმა ამომრჩეველმა, მათთვის მთავარია მათი წარმოსახვითი ყალბი რეალობის გაფორმება" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატის განმარტებით გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობისა" და მათი წარმომადგენლების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და მათი მოტივი ერთადერთია:  „ეს არის მათ მიერ წინასწარ დაანონსებული უმრავლესობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის მოლოდინი დაასრულა გუშინდელმა დღემ და სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა ამ სიცრუისა. რეალურად  დადგა ის შედეგი, რომელითაც ჩვენმა კანდიდატმა სოსო გოგოხიამ პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ის აფიქსირებდა ოფიციალური შედეგების გამოცხადების მომენტისთანავე, რომ მას ქონდა უპირატესობა მისი კონკურენტის მიმართ რაც დადასტურდა გადათვლების შედეგებით.

დღევანდელი დღე იყო „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული ქმედების შედეგი და დააკვირდით მათ ვერბალურ ნაწილს მათ ტერმინოლოგიას - „ყველანი ციხეში". მათ ატაცებული აქვთ მათივე ბელადის ეს სლოგანია. „ნაციონალურ მოძრაობას"  ქართველი ხალხი ციხის გარდა ვერსად ვერ წარმოუდგენია. აქიდან გამომდინარე ღირსეულ პასუხს მიიღებენ 30 ოქტომბრის არჩევნებში და არც ზუგდიდის მოსახლეობა არ იქნება გამონაკლისი, რომელიც საბოლოოდ უარს ეტყვის მძიმე წარსულში დაბრუნებას და ორი ალტერნატივიდან: განვითარების, პერსპექტივასა და მძიმე წარსულში დაბრუნებას შორის ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. აქედან გამომდინარე დაველოდოთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორს - 30 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატისა და მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატის ღირსეულ გამარჯვებას. მერწმუნეთ  ზუგდიდი,  არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up