მამუკა სალუქვაძე - მიშენებები, დაშენებები გუშინ ხომ არ გვინახავს? 90-იანი წლებიდან მოგვყვება - თუ გვინდა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ ვიცხოვროთ, სახელმწიფომაც უნდა მიხედოს ამ საკითხს

მამუკა სალუქვაძე - მიშენებები, დაშენებები გუშინ ხომ არ გვინახავს? 90-იანი წლებიდან მოგვყვება - თუ გვინდა ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ ვიცხოვროთ, სახელმწიფომაც უნდა მიხედოს ამ საკითხს

access_time2021-10-13 15:00:00

ბათუმში, ქაოსურ განაშენიანებასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობაა, - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



მისი შეფასებით, ქალაქში მშენებლობების ხარისხი ასევე სერიოზული პრობლემაა, რასაც კონტროლისა და მონიტორინგის გამკაცრება სჭირდება.



„ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს არსებობდეს ის დოკუმენტი, რომელსაც საბინაო პოლიტიკა ეწოდება. გარკვეული სტრატეგია უნდა იყოს საცხოვრისთან დაკავშირებით, რომელიც აღწერს მდგომარეობას და ძალიან კარგად გასცემს რეკომენდაციებს. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით იმ მიდგომებს დააფიქსირებს, რომელიც სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს საბინაო ფონდთან დაკავშირებით. ასევე არის ავარიული სახლების პრობლემაც, საფრთხის შემცველი შენობებისა და საცხოვრისის, ბუნებრივია, უსახლკაროთა პრობლემა, რომელიც მოკლე პერიოდში უნდა გადაიჭრას. ამას ებმის კანონმდებლობა, რომელიც ასევე დასახვეწია და არ არის სრულყოფილი. გამოითქვა მოსაზრება სამშენებლო რეგულაციების გამკაცრების თაობაზე, რასაც ვეთანხმები. ბევრი რამ, რასაც დღეს ვიმკით, ეს არის სწორედ 2000-იანი წლების ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის შედეგი, რომელმაც მათ შორის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის დასუსტებაც გამოიწვია. საშუალება მისცა კერძო მესაკუთრეებს, საერთოდ საქმის კურსში არ ჩაეყენებინათ გარკვეულ სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალური სტრუქტურები“, - განაცხადა სალუქვაძემ.




მისი შეფასებით, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.



„მიშენებები, დაშენებები გუშინ ხომ არ გვინახავს?! ძალიან კარგად ვიცით, რომ 90-იანი წლებიდან მოგვყვება. რა ხარისხით არის გაკეთებული, ამაზე თითქოს ყველას გვაქვს ჩვენი აზრი და ვიცით, რომ ძალიან საშიშია. ისიც ვიცით, რომ გარდა იერსახის დამახინჯებისა, სწორედ უსაფრთხოების პრობლემას უკავშირდება ეს ყველაფერი და თუ გვინდა კატასტროფიდან კატასტროფამდე, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ ვიცხოვროთ, აუცილებელია, სახელმწიფომაც მიხედოს ამ საკითხებს“ - განაცხადა სალუქვაძემ.



IPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up