მამუკა მდინარაძე: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას - ნახოთ

მამუკა მდინარაძე: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას - ნახოთ

access_time2019-11-12 14:50:00

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე: „მე ვფიქრობ, რომ მსგავსი გამოსვლებით, ძალიან რბილად ვცდილობ თქმას, ვერ მიაღწევენ მიზანს, ბუნებრივ რეაქციაში რომ აყევით ხალხს, მგონი ეს პირველი შემთხვევა იყო. მთელი დღეა, დღეს ვისმენთ განცხადებებს სხვადასხვა მხრიდან, ვის უყვარს, სამშობლო, მამული, ენა, სარწმუნოება და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, ამ დღეების განმავლობაში, ამ მოვლენების უკან. ვუპასუხე და იმავეს გავიმეორებ დღეს: მარცხენა ფლანგის განსაკუთრებით, ქვედა ხაზების გასაგონად:


უკანაც, წინაც და გვერდითაც, დგახართ თქვენ და რატომ: შეგიძლიათ, შეიხედოთ, თქვენ არა, სხვამ, შეიხედოს თქვენი პარტიული აქტივის ფეისბუქ გვერდებზე და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიას - ნახავს. შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას - ნახოთ. რაღაზე ვლაპარაკობთ? შეთქმულების თეორიებს დავანებოთ თავი. მე წაგიკითხავთ რამდენიმე წინადადებას და მგონი არ იქნება კარგი მოსასმენი. როდესაც უბინძურესი კამპანია დაიწყო ერთმა ადამიანმა პატრიარქის მიმართ, წინა დღეებში, ერთმა პოლიტიკოსმა, ე.წ. , გააკეთა ასეთი განცხადება: „ეს არის შოკის მომგვრელი, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეკლესიის წიაღში მყოფმა ადამიანებმა ეს ყველაფერი იცოდნენ. ეს ჭორის სახით ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიდა გარეთ. მმართველობას რაც შეეხება, არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში გამოცდილება ორმოცწლიანი, შუასაუკუნეობრივი მართვის სტილი მთავრდება ყოველთვის ასე. ეს არის ბოლო ჟამის ნიშნები. მმართველობას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლოგიკური დასასრულია იმისა, რაც აქამდე იყო და როგორც იმართებოდა. მარტორქებით და რაღაც დახურული შუასაკუნეობრივი მეთოდებით საქართველოს საპატრიარქო“.


ვინ დგას ამის უკან? უკან არა, ეს არის თქვენი ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება და მერე ვკამათობთ, უკან და წინ ვინ დგას რაღაც მოვლენების. რაც შეეხება თქვენი კოლეგის მიერ ნახსენებ ფსკერს და სიბნელეს, სად არის, ახლა მე თქვენ აგიხსნით, ვინ გოშიაა და ვინ ვინ არის. თითქოს, ჩვენი კოლეგებიც, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენი გუნდიდან გასულებიც, ეთანხმებიან იმ ტრენდს, რომ აღარ უნდა ვილაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, აღარ არის მოდაში. მოდაში აღარ არის, თურმე, ნაცებზე როგორ უნდა ილაპარაკო. დღეს რაც არ უნდა მოატყუონ ხალხს, დღეს რაც არ უნდა გააფუჭონ, რაც არ უნდა საბოტაჟის ნიშნები იყოს მათ მოქმედებაში, როგორ უნდა შეეხო, მომავალზე ვილაპარაკოთ. მომავალზე ვლაპარაკობთ და წყალტუბო არ მოსწონთ. მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი მოწონთ, რომელმაც თქვა, 2008 წელს დავიწყეთ, 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, ესენი მოვიდნენ და გააჩერესო. წყალტუბოზეა ლაპარაკი. 2012 წელს თურმე წყალტუბოს აღმშენებლობა შეგვიჩერებია.



ეს მოსწონთ. ეს არის სინათლე და ასე უნდა განათდეს ამ ქვეყანაში, მათი მესიჯ-ბოქსით რომ ვისარგებლოთ. და მთავარი, როცა თქვენი ტელევიზიებიდან გველაპარაკებიან მამულზე და სარწმუნოებაზე და ენაზე, ირაკლი სესიაშვილის პათოსი მინდა გავაგრძელო - მამულს რაც შეეხება, 20 % ხომ ჩააბარეთ და მერე „გაუპრავეთ“ ეგრეთ წოდებულად, ვერ „გაუპრავეთ“, მაგრამ ხომ ცადეთ იმ რეზოლუციით, რაზეც დღენიადაგ ვსაუბრობთ ხოლმე. ენაზე აღარ ვსაუბრობ, უხამსობით და ბილწისტყვაობით როგორ გინდათ გააფუჭოთ ყველაფერი, ეს ხომ გასაგებია და ბოლოს - მიადექით ყველაზე წმინდას ბევრი ქართველისთვის და ბევრი მართლმადიდებლისთვის. შეიძლება ვიღაც საერთოდ არ იყოს მორწმუნე და საერთოდ სხვა წარმოდგენები ჰქონდეს რაღაც-რაღაცეებზე, მაგრამ პატივისცემა მაინც ხომ შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენს ისტორიაში და ქვეყნის განვითარებაში, მინიმუმ, პატივისცემა ხომ შეიძლება გქონდეთ და მიადგნენ რწმენას და პატრიარქის დისკრედიტაცია განიზრახეს. ეს არის თქვენი რეალური სახე და რაც არ უნდა გადააბრალოთ ვიღაცეებს რაღაცეები, ასე დარჩება“-წერს მდინარაძე.


„კომერსანტი“




ექსპერტები ლარის კურსის სწრაფ გამყარებას ძირითადად, წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ

ექსპერტები ლარის კურსის სწრაფ გამყარებას ძირითადად, წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება.  დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება

საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება
access_time2019-12-10 15:15:29
„საქართველოში McDonald’s-ის ბრენდული ტანსაცმელი და ნივთები გაიყიდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა  თემურ ჭყონიამ განუცხადა. უცნობია, რა სახის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და რა ეღირება უშუალოდ ნივთები, თუმცა ცნობილია, რომ 2020-2021 წელს ქართველ მომხმარებელს McDonald’s-ის  ბრენდის ნივთების შეძენა შეეძლება. „რასაც McDonald’s-ის ნერგავს, მას აუცილებლად...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...


მსგავსი სიახლეები

up