მამუკა მდინარაძე - შალვა ნათელაშვილი აქტივებს თუ მიპოვის, თავად დამიყადაღოს

მამუკა მდინარაძე - შალვა ნათელაშვილი აქტივებს თუ მიპოვის, თავად დამიყადაღოს

access_time2021-02-24 17:20:00

შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. რაიმე აქტივებს თუ მიპოვის, დააყადაღოს თვითონ. ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


ამასთან, მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს მის მიერ ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი.


მისივე თქმით, სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ამასთან, როგორც მდინარაძე ამბობს, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება შეუძლებელია.


„გიგი უგულავა რომ გამოდის, ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე და საუბრობს სანქციებზე, მსგავს საკითხებზე, ეს ქართული პოლიტიკის პრობლემაა. ევროპელი პარტნიორები შეთანხმებულები არიან, რომ ადამიანი ელემენტარულ დანაშაულს რომ ჩაიდენს, ის პოლიტიკაში აღარ რჩება, ხმას არ მისცემს არავინ. უგულავას და მისი პარტიის შემთხვევაში, თითქმის ასე მოხდა. 48 მილიონის მომპარავი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, ეს ქმნის პრობლემას. შემდეგ წარმოიდგინეთ, სხვაზე ლაპარაკობს.



უგულავამ პოლიციელების მუქარას და მიხეილ სააკაშვილის ნარატივის გაგრძელებას თავი დაანებოს. არც მისი ბოძზე გამოსაკრავი პოლიციელი ჰყავს ამ ქვეყანას და არც ელემენტარულად გასაკრიტიკებელი. ადამიანის, რომელიც მსჯავრდებულია 48 მილიონის მოპარვაზე. პრობლემა ის არის, ასეთი ადამიანები თავს უფლებას რომ აძლევენ, პოლიტიკაში იყვნენ. მთავარი პრობლემა ესაა. სანქციებზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს თავადაც იციან. შეუძლებელია, კანონის აღსრულებისთვის სანქციების დაწესება, თანაც კონკრეტული ადამიანების მიმართ. გუშინ შალვა ნათელაშვილი გამობრძანდა და სანქციების ნაწილზე ჩემი გვარიც ახსენა. თუ მიპოვის რაიმე აქტივებს, დააყადაღოს თვითონ, ამის დისკრეციას მას მივცემ და თავად დამიყადაღოს, რამე აქტივებს თუ მიპოვის. იმდენად არასერიოზულ რაღაცებში გადასდით, რომ ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა მიჭირს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გუშინ რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით ყველას სასწრაფოდ სანქციები დაუწესონ.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up