მამუკა მდინარაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნიკალური მოდელი წარვადგინეთ, ოპოზიცია მიზეზებს ეძებს

მამუკა მდინარაძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნიკალური მოდელი წარვადგინეთ, ოპოზიცია მიზეზებს ეძებს

access_time2020-03-02 19:15:52

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, უნიკალური მოდელი წარვადგინეთ, დეტალებზე მსჯელობისა და კამათისთვის ერთი კვირა გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

ამასთან, უმრავლესობის ლიდერი შეთავაზების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ აღნიშნული წინადადების შესახებ ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის.

 

„რუკა მოიტანონ, როგორ შეიძლება, საქართველოში 20 მაჟორიტარული ოლქი განაწილდეს და მიხვდებით, რამდენად შეიძლება ამაზე საუბარი. ვფიქრობთ, ოპოზიციის მხრიდან კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის, როცა საუბრობენ ისეთ წესზე, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩვენი ფორმულა გაზიარებული იქნება. ჩვენს შეთავაზებაში მათი წუხილები მოხსნილია. ერთი მხრივ, 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ შეიძლება, საშუალება ჰქონდეს, მთავრობა დაამტკიცოს და მეორე მხრივ, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, 2016 წელს, ჩვენი ფორმულით არჩევნები რომ ჩატარებულიყო, მანდატების ზუსტად იგივე რაოდენობას ავიღებდით, რასაც 5 პროცენტიანი სრულად პროპორციულ სისტემაში. შედეგი ნაკლები იქნებოდა თუ მეტი, ამ შედეგს ვერ ავცდებოდით. 44 პროცენტი, 47 თუ 55, ჩვენთვის შედეგი ის იქნებოდა, რაც 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში სრულად პროპორციულ სისტემაში არსებობს. შეთავაზების დეტალებზე შეთანხმების გამო ვერ ვისაუბრებ. ოპოზიციამ შეთავაზების დეტალები ისე იცის, რომ ვერ წარმოგიდგენიათ. დეტალებზე შეთანხმებაა, გარეთ არ ვისაუბროთ. ხომ ხედავთ, რომ ოპონენტები მიზეზებზე არიან? ამას ჰქვია მიზეზისა და საბაბის მოძებნა, რომ რაღაც განსხვავებული თქვან. პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან უნიკალური მოდელი წარვადგინეთ.  ერთი კვირა გვაქვს, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მოდელი იმდენად კარგი და დახვეწილია,  რომ ნაკლის მოძებნა შეუძლებელია.

 

„მიზეზებს ეძებენ, ხან მოიგონეს პოლიტპატიმრები, ხან სხვა საკითხები, ხან ამბობენ, რომ დაბნეული არიან და დაწერილი პროექტი არ უნახავთ. კი ბატონო, დაწერილსაც მივართმევთ და იგივე ეწერება, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები შეხვედრებზე საუბრობდნენ. ინიცირებას ისე გავაკეთებთ, რომ რასაც გიყვებით, მასში ყველა დამცავი მექანიზმით იყოს ასახული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up