საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტიან მხარდაჭერაზე მეტს მოიპოვებს. კითხვაზე შეიძლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნის საჭიროება დაუდგეს, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კოალიციის საჭიროებას არც კი უშვებს:
„კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური და დამიჯერეთ, „ ქართული ოცნების“ გამარჯვება იმდენად მყარი იქნება, რომ ის დააკომპლექტებს არა მყიფე უმრავლესობას, არამედ მყარ უმრავლესობას და იქნება უმრავლესობაში იმდენი დეპუტატი, რომ არანაირი საფრთხე და არანაირი საჭიროება მით უმეტეს, კოალიციის შექმნის დღის წესრიგში არ დადგება“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
წყარო: რადიო თავისუფლება