შეიქმნა „ქართული ოცნების“ ფრაქცია, რომელიც 90 დეპუტატისგან შედგება და მას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობას ლიდერის სტატუსი ირაკლი კობახიძეს ექნება. „ასევე ავირჩიეთ ჩემი მოადგილეები. ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
imedinews.ge