მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული

access_time2020-05-04 19:45:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის მოწოდებას, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჩვეულ რეჟიმში დაიწყოს საქმიანობა.

 

მდინარაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული, თუმცა მანამდე, როცა მსგავსი პრობლემა არ არსებობდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

 

„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე ახლა გაგიჟდნენ, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დილეტანტიზმს, რომ არ იციან, საგანგებო მდგომარეობის არსი ან იმას, რომ მორიგ ჯერზე სპეკულირებენ იქედან გამომდინარე, რომ მათი ვორდინგი არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. ეს მაშინ ხდება, როცა კარგად იციან, რომ სამი ძირითადი მიმართულებაა პრიორიტეტული – კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც არათუ კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, არამედ უშუალოდ არის კრიზისი მენეჯმენტში ჩართული.


 

ჯანდაცვის მიმართულებით ჯანდაცვის კომიტეტი არათუ კონტროლს ახორციელებს, არამედ კლინიკებსაც კი ამოწმებს. ეკონომიკური მიმართულებით სპეციალური საბჭო არსებობს, სადაც პარლამენტის რვა წევრია წარმოდგენილი ლიდერშიფის და არ არსებობს არც ერთი მიმართულება, სადაც არ არიან ჩართულები კომიტეტის წევრები. მაჟორიტარები ჩართულები არიან ადგილობრივ მუშაობაში, უშუალოდ ახორციელებენ ურთიერთობას მოსახლეობასთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპში და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ ვითარებაში, როცა საგანგებო მდგომარეობა არ იყო.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up