მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

access_time2021-01-16 17:40:49

ოპოზიციისთვის მოწოდებისა და ხელისუფლებისა და ცესკო-ს მისამართით გაჟღერებული ბრალდების გამოძიების აუცილებლობისგან და მმართველი პარტია ორივე მათგანს იზიარებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„იქ იყო ორი მთავარი ნაწილი, რაც შეიძლება ასე გამოვყოთ, დეტალებში რომ არ ჩავიდეთ - ერთი იყო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შევინენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში და, ბუნებრივია, ჩვენც ამას ვამბობთ და მეორე, იყო საუბარი, რომ გამოძიებული უნდა იქნას ის ბრალდებები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ხმოვანდება საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, აქაც ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ქმედითად ვეთანხმებით, იმიტომ, რომ საპარლამენტო კომისიაში ვთავაზობთ ოპოზიციის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით, გამოიძიონ ყველა დეტალი. არა ჩვენ, არამედ მათ, თავიანთივე ძალისხმევით, თავიანთივე მონაწილეობით და აქაც, ბუნებრივია, თანხმობა უკვე გახმოვანებულია ჩვენი მხრიდან შეთავაზების სახით ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ მათ მიერ ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიების შედეგადაც კი, არჩევნების შედეგებში რაიმე ცდომილება დადასტურდება და ეს არის ოპოზიციური სპექტრის სრული ლუსტრაცია, რომელთაგანაც ნაწილს, მდინარაძის განცხადებით, ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს.

„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ ერთი რამ, მმართველი გუნდის მხრიდან არსებობს უკვე შეთავაზება, რომ 1%-იანი გადახრა, ცდომილება საგამოძიებო კომისიის მიერ შემოწმების შედეგად და სრულფასოვანი გამოძიების შედეგად თუ დადგინდება, ჩვენ ვართ ნებისმიერ პირობაზე წამსვლელები და ვერავის წარმოედგინა ამ ქვეყანაში, თუ ამ პირობაზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი უარს იტყოდა. უარს ამბობენ ისინი ერთადერთი მიზეზით - მათ არ აქვთ იმედი, რომ მათივე ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიების მიხედვით, ასეთი ცდომილება დადასტურდება და ეს არის სრული ლუსტრაცია ოპოზიციური სპექტრის, სამწუხაროდ, რომელთაგანაც ნაწილს ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს და ნაწილი გარკვეულწილად არის მათი ერთგვარი ზეგავლენის ქვეშ. ტრენდად იქცა, რომ თუკი არჩევნებზე საუბრის დროს მათ გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეთანხმება ხვალ შედგება თუ არა, ამაზე პროგნოზი გამიჭირდება, თუმცა მე მაინც მგონია, ოპტიმისტი ვიქნები, რომ რაციონალურად იფიქრებენ, სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და მიიღებენ ფაქტობრივი რეალური მოცემულობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას და ეს ამავდროულად, იქნება სახელმწიფოებრივიც,“ - განაცხადა მდინარაძემ.


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.


Imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up