მამუკა მდინარაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე - გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? ხომ არ არის მასთან ერთად?

მამუკა მდინარაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე - გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? ხომ არ არის მასთან ერთად?

access_time2019-12-03 19:00:13

როცა „გაუბაზრდათ“ ეს ამბავი, ახლა შეიძლება მილიონი პოლიტიკური ცეკვები დაიწყონ, ზოგი გამოეყოს, გაემიჯნოს, დაგმოს, ზოგმა თქვას, რომ ჩვენ ვერაფერზე ვთანხმდებით, ერთის გარდა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს.



მისივე თქმით, ოპოზიცია ამ ფაქტს ვერაფრით ახსნის და აღმოჩნდება, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ.



„გაერთიანდნენ, დასახეს საერთო მიზნები და უცებ გაუმჟავნდათ, რომ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა მოსკოვში. საერთოდ რომ არ გავაკეთოთ კომენტარები, ხალხი ყველაფერს ხედავს, ის ხალხი, რომელზეც როგორც ჩანს, აქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა. გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? ხომ არ არის მასთან ერთად? იმიტომ, რომ აქაც აბსოლუტურად ლოგიკური იქნებოდა კიდევ უფრო ყველაფერი. ნინო ბუჯანაძე შეიძლება გასაგები იყოს, ამბობს, რომ ამ ხალხს ელაპარაკება, მაგრამ ეს ვითომ დასავლეთის მოყვარული, ფსევდოდასავლური ძალები რომლებიც თავის დროზე ოკუპირებულ ტერიტორიებს აბარებდნენ და შემდეგ „უპრავებდნენ“, დღეს სხედან ამ ადამიანთან ერთად და საერთო მიზნებს ისახავენ.




როგორც ჩანს, გაუჭირდათ და მიმართეს მეზობელ ქვეყანას. ვერაფრით ახსნიან ამ ყველაფერს, ჩუმად მოსკოვში ვიზიტი მაინცდამაინც ამ დროს, თორემ გაკვირვებით არავის არაფერი გვიკვირს ზოგადად, რომ კონკრეტული ადამიანი კრემლში შეხვედრებს მართავს. დიდი ხანია არ გამართულა ასეთი შეხვედრა და მაინცდამაინც ახლა, როცა შეკრეს 6000 ადამიანი, შემდეგ 20-20-მა კაცმა ირბინა პარლამენტთან წინ და უკან და ახალგაზდებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მართლაც გულწრფელი პროტესტის გძნობა, ამათაც კი ატყუებენ და აღმოჩნდება, რომ თურმე რუსულ საქმეს აკეთებენ, რუსეთში დადიან მოლაპარაკებებზე.



ძალიან ცუდია, არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მაინც უნდა გამოვიყენო ჟარგონი - როცა „გაუბაზრდათ“ ეს ამბავი, ახლა შეიძლება მილიონი პოლიტიკური ცეკვები დაიწყონ, ზოგი გამოეყოს, გაემიჯნოს, დაგმოს, ზოგმა თქვას, რომ არ იცოდით ეს ადამიანი რუსეთში რომ დადიოდა? რომ ჩვენ ვერაფერზე ვთანხმდებით ერთის გარდა, შეიძლება იყოს საუბარი რომ ჩვენ უნდა შევიკრათ ივანიშვილის წინააღმდეგ. ვინ? - რუსეთი ივანიშვილის წინააღმდეგ? რუსეთი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პარალელურად და ა.შ. ? ეს არის რეალობა რომელიც შემოგვთავაზა ოპოციზიურმა ერთობამ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



IPN.GE 






საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-03 13:15:58
3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.  აღსანიშნავია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up