მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძეს შევახსენებ ბაკურიანის პროექტს, როდესაც კოხტაგორა ჩაიგდო ხელში და წლების განმავლობაში არ მიკარებია პროექტს, სანამ სახელმწიფომ  ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოუგვარა

მამუკა მდინარაძე - მამუკა ხაზარაძეს შევახსენებ ბაკურიანის პროექტს, როდესაც კოხტაგორა ჩაიგდო ხელში და წლების განმავლობაში არ მიკარებია პროექტს, სანამ სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოუგვარა

access_time2019-10-29 19:36:36

უკვე აღარ გვიკვირს მისგან არათანმიმდევრული განცხადებები და უბრალოდ ვურჩევ, რომ არ არის აუცილებელი, კარგზეც და ცუდზეც ცუდის ლაპარაკი,- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

 

მდინარაძის შეფასებით, წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არ შეიძლება არ მოსწონდეს ადამიანს, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს.

 

ძალიან საინტერესოა, ვისი ეგიდით გააკეთა ხაზარაძემ ეს განცხადება - როგორც ბიზნესმენმა თუ როგორც პოლიტიკოსმა? თუ როგორც ბიზნესმენმა, მაშინ შევახსენებ ბაკურიანის პროექტს, როდესაც კოხტაგორა ჩაიგდო ხელში და წლების განმავლობაში არ მიკარებია ამ პროექტს მანამდე, სანამ სახელმწიფომ არ მოუგვარა იქ ინფრასტრუქტურული პრობლემები. თუ როგორც პოლიტიკოსმა გააკეთა ეს განცხადება?! ნუ უკვე აღარ გვიკვირს მისგან არათანმიმდევრული განცხადებები და უბრალოდ ვურჩევ, რომ არ არის აუცილებელი, კარგზეც და ცუდზეც ცუდის ლაპარაკი იმიტომ, რომ არის ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება, ოპოზიციონერმაც მოიწონოს. ასეთი პროექტები არ შეიძლება არ მოსწონდეს ადამიანს, რომელიც თავის ქვეყანაზე ზრუნავს. როდესაც იცი, რომ წყალტუბოში ამ ინიციატივის შედეგად იქნება განვითარების, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და რეგიონალური ცენტრი, ცუდის ლაპარაკი მაინც და მაინც აუცილებელი არ არის,- განაცხადა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ წყალტუბოში გამოისყიდოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო, არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება. მისივე თქმით, ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება.

 

ipn





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...


მსგავსი სიახლეები

up