მამუკა მდინარაძე - იმდენმა ოპოზიციონერმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი

მამუკა მდინარაძე - იმდენმა ოპოზიციონერმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი

access_time2020-05-19 13:40:34

იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად, თუ ერთ კრიმინალზე ჩამოკიდებენ ამ პროცესს, ეს მათი საქმეა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.


დეპუტატის განმარტებით, „ქართული ოცნება“ შეთანხმებას პირნათლად შეასრულებს, თუმცა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ჩავარდება,ძველი სისტემით არჩევნებში კიდევ უფრო მყარ გამარჯვებას მოიპოვებს.


„რეალურად, „ქართული ოცნება“ შეთანხმებას შეასრულებს პირნათლად. გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე სისტემას, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ, სხვასაც აიყოლიებენ ოპოზიციიდან და ისევ დარჩება 77/73-ზე , ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად, დიდი უპირატესობით მოვიგებთ, მაგრამ მე მგონი ამათ არ ჰყოფნით უკვე ადგილები, იმიტომ რომ იმდენმა განაცხადა მაჟრიტარობეზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად, თუ ერთ ადამიანზე, ერთ კრიმინალზე ჩამოკიდებენ ამ პროცესს და იტყვიან რომ თუ კონკრეტული ადამიანი არ გათავისუფლდა, თუ ხელისუფლება არ ჩაერია მართლმსაჯულებაში და მისი გარეთ გამოშვება არ უზრუნველყო, მაშინ ჩვენ არ მივცემთ ხმას, ეს მათი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, 120/30-ზე იქნება, ძველი სისტემით იქნება, რომელიც სხვათაშორის თავის დროზე თავად ჩააგდეს და მაშინ საზოგადოება მოატყუეს და თუ იგივეს გააკეთებენ დღესაც, მაშინ არც ის არის პრობლემა, რომ გავიდეთ იგივე სისტემით და იგივე სისტემით კიდევ უფრო მაგრად დავამარცხოთ და კიდევ უფრო მყარი გამარჯვება მოვიპოვოთ არჩევნებში,“-განაცხადა მდინარაძემ.



შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიურმა პარტიებმა შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლდნენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. განცხადებაში პარტიები იმედს გამოვთქვამენ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ასევე გადაიდგმება ნაბიჯები საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე გარდასაქმნელად.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up