მამუკა მდინარაძე - გუნდშიშიდაპარტიული დემოკრატია  გვაქვს  და არავისთვის ვაპირებთ ხელის ამოგრეხვას

მამუკა მდინარაძე - გუნდშიშიდაპარტიული დემოკრატია გვაქვს და არავისთვის ვაპირებთ ხელის ამოგრეხვას

access_time2019-11-12 23:01:02

ცხადია, მქონდა ინფორმაცია გუნდში არსებული განწყობების შესახებ, ეს ახალი არ არის. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ საკითხზე გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა განცხადებების ასეთ სიმძაფრეს, რაც დღეს ვიხილეთ, არ ველოდი, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების დღევანდელი განხილვის კომენტირებისას განაცხადა.

 

„მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება იმის შესახებ, რომ იძულების შემთხვევაში მანდატს დატოვებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა და არა მხოლოდ ქვეყანაში, გუნდშიც გვაქვს შიდაპარტიული დემოკრატია და ხელის ამოგრეხვას არავისთვის ვაპირებთ. მით უმეტეს იმ კოლეგების, რომელთაც ყოველთვის გააჩნდათ საპირისპირო აზრი. დღეს მათ მოიტანეს მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ის ასე ჟღერს – რატომ მივდივართ კომპრომისზე იმ ძალასთან, რომელიც პატრიარქის მორალურ მკვლელობას გეგმავს? ეს გასაგებია, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ პირობა უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, გაუგებარია, თუ რატომ იხსენებს ოპოზიცია საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესს, რადგან სწორედ ამ განხილვებზე მოსახლეობა ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას.

 


პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე დღეს დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.  ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება.

 

1tv.ge





საქართველოში მიმდინარე ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს

საქართველოში მიმდინარე  ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს
access_time2020-01-21 15:30:18
საქართველოში ამ ზამთარს ელექტროენერგია შეიძლება დეფიციტური გახდეს. ამის მიზეზი წყლის მარაგის სიმცირეა, რასაც ენერგეტიკოსები უამინდობას უკავშირებენ. 2019 წლის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებამ დაახლოებით 8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, როცა ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პრობლემა რეგიონებს უკვე დაეტყო. სამთო კურორტებზე წყალმომარგების პრობლემასთან ერთად, დენის გათიშვის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა, რის გამოც ტურისტებმა...

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ლიბერთი ბანკსა“ და „ევექსი კლინიკებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-01-21 12:25:09
დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მთელი საქართველოს მასშტაბით ევექსი კლინიკების ქსელში ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას 50%-მდე ფასდაკლებით მიიღებენ. ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით...

„ჩინეთში დადგენილი ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ დგას“

„ჩინეთში დადგენილი ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება არ დგას“
access_time2020-01-21 14:25:29
დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ. საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც ...

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...


მსგავსი სიახლეები

up