მამუკა მდინარაძე - გლდანის ინციდენტში მონაწილეობდა ნიკა მელიას მთავარი ზონდერი ირაკლი ეძგვერაძე, ზედმეტსახელად „ჭყიპინა“

მამუკა მდინარაძე - გლდანის ინციდენტში მონაწილეობდა ნიკა მელიას მთავარი ზონდერი ირაკლი ეძგვერაძე, ზედმეტსახელად „ჭყიპინა“

access_time2020-10-31 17:24:47

ირაკლი ეძგვერაძეს, რომელიც გლდანის ინციდენტში მონაწილეობდა და ზედმეტსახელად ჰქვია „ჭყიპინა“, გლდანში ყველა იცნობს, როგორც ე.წ. ძველ ბიჭს, არ ვიცი, ჭყიპინების იმედზე თუ არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გლდანში ადგილი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს.

 


„ირაკლი ეძგვერაძე და მისი ზონდერ ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებას, ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში. ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებაში, 15-20 წუთში ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებულები, შეურაცხყოფა მიეყენებინათ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისათვის, პირდაპირ აგინებდნენ იქ მისულ ამომრჩეველს და ემუქრებოდნენ. „ქართული ოცნების“ ყველა აქტივისტს, მხარდამჭერს, მოვუწოდებთ, თავი ავარიდოთ მაქსიმალურად ამ პროვოკაციებს, რაც უნდა ძნელი გასაძლები იყოს ეს ყველაფერი. რამენაირად ეცადეთ, არ აჰყვეთ ასეთ პრვოკატორებს და არ მისცეთ საშუალება, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია. მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ესმით, რომ „ქართულ ოცნებას“ თითქოს მობილიზებულიჰ ყავს ე.წ. ძველი ბიჭები და ა.შ. მინდა, კონკრეტული ადამიანის შესახებ გითხრათ – კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც უკვე დაკავებულია, ამ ჩხუბში მონაწილეობისათვის, მას ზედმეტსახელად ჰქვია „ჭყიპინა“ და გლდანში ამ ადამიანს ყველა იცნობს, როგორც ე.წ. ძველ ბიჭსა და ავტორიტეტს. არ ვიცი, ჭყიპინების იმედზე თუ არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ​„ფეისბუქშიც“ ვხედავ რაღაც აჟიტირებულ პოსტებს, თუმცა ეს ისტერიკა მაჩვენებელია იმის, თითქოს ისინი არჩევნებს იგებენ. მათ უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ პირწმინდად აგებენ არჩევნებს. ახლა დარჩა მხოლოდ რამდენიმე საათი, რომლის განმავლობაშიც იგივენაირად, იგივე ჟინით უნდა იაქტიუროს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებმა და ჩვენ გავაფორმებთ ძალიან მყარ გამარჯვებას, რომელიც ამავდროულად არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

 

გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up